ალბათ, იცით, რომ ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი საქართველოში ოჯახთან ცოტა ხნით გახლდათ ჩამოსული. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მას დარჩენა მოუწია და გამგზავრებას ვერ შეძლებს. ნუკი პატარა ოლივერთან ერთადაა.
ნუკი კოშკელიშვილი:
ახლა ვუყურებ საინფორმაციოს და როგორც ვხვდები, საჰაერო გზები იკეტება და დავრჩი საქართველოში... თან მიხარია, თან არ მიხარია, თან დავმშვიდდი, თან უფრო ვღელავ... ეს გაურკვევლობა მაწუხებს, ახლა როდემდე დავრჩი? შეიძლება გაუარესდეს მდგომარეობა თუ აწი დამშვიდდება???
კარგია, რომ ბავშვით არ მიწევს ამ გაგანია პანდემიისას მოგზაურობა, მაგრამ ჩემი ქმარი მეცოდება იქ, მარტო...
ასეთ დროს გვერდში დგომაა საჭირო.
მეორე მხრივ, იმას დღეში იმდენ პაციენტთან აქვს შეხება, იქნებ მართლა სჯობს, რომ ჩავრჩით. ბოლო-ბოლო სამშობლოში ჩავრჩით, სითბოში და სიყვარულში... თუ იცით სიახლეები გადაადგილებასთან დაკავშირებით, დამიწერეთ რა. მე რაც გავიგე, დღეს 00:00 იკეტება საჰაერო მიმოსვლა და მგონი ორი კვირით...
ამ პოსტის გამოქვეყნებამდე კი ნუკიმ გამომწერებს ამ განცხადებით მიმართა:
პანიკა არ შეიძლება!!!!
არა, ისედაც არ ვარ “პანიკორი”, მაგრამ მაქვს ფრენა ერთ კვირაში, ღამე მეღვიძება ცივ ოფლში. თან აი ამ ვირუსის ისე არ მეშინია, რამდენადაც ამ ვირუსის არიდებას რომ ცდილობ ბავშვით, ეს როგორი სანერვიულოა, ხომ წარმოგიდგენიათ..!!!!
ან როგორ გავაჩერო, ან როგორ დავიზღვიო თავი. მოკლედ, ახლა ვწევარ, ბავშვს ვაძინებ და გინდა-არ გინდა, ვფიქრობ. ზოგჯერ თავი ფილმში მგონია.
აი, ძალიან მსუბუქად რომ იწყება და მერე სამყაროს დასასრული რომ მოდის. არა, არ გაშინებთ, ყველაფერი კარგად იქნება, ზუსტად ვიცი. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დალაგდება.
იცით რა მინდა? მინდა მქონდეს ბევრი ფული, რომ არ ვდარდობდე ხვალინდელ დღეზე და ბარემ მთელი ჩემი ოჯახი ერთად იყოს და მეგობრები.
ისე ნერვები მეშლება, ჩემი ქმარი რომ შორს არის და მე აქ ვარ...
ძნელია ასე ცალ-ცალკე. თუ გაქვთ ეგ ბედნიერება, ერთად იყოთ ქმართან, შვილთან, დედასთან, საყვარელ ხალხთან, დაკოცნეთ, ჩაეხუტეთ და იცოდეთ, არაფერი სანერვიულო არ არის, როდესაც ერთად ხართ.
ვიცი, ნეგატიურ სისულელეებს გახვევთ თავს. უბრალოდ მეფიქრებოდა და გაგიზიარეთ.
გთავაზობთ ინფორმაციას, რაც ტელეწამყვანს გამომწერებმა გაუზიარეს:
"ნუკი, სჯობს აქ ჩარჩე, ვიდრე ამ სიტუაციაში გიწევდეს ფრენა. შეირგე ეს პერიოდი და მალე ისევ ისე დალაგდება ეს ყველაფერი",
"ამერიკამ შეწყვიტა ფრენები ევროპასთან ჯერჯერობით, ერთი თვით",
"მე მქონდა ფრენა 18 რიცხვში და გამიუქმდა, ყველანი შენს დღეში ვართ, ვინც მივდიოდით".
"ცოტა ხნით ასე დაუკავშირდით ერთმანეთს. თან მონატრება ხომ ყველაზე მაგარი გრძნობაა",
"ძალიან რთულია ასეთ მომენტში დარჩენა ბავშვთან ერთად და 100% მესმის შენი. ეჭვიც არ მეპარება, მიიღებ იმ ყველა საჭირო ზომას, რაც უსაფრთხოებისთვის აუცილებელია"...