სიახლე

ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი მძიმე სენს ებრძვის - "ველოდებით გამონათებას, რომელიც კორონასთან ერთად სხვა ტკივილებსაც გაალღობს"

ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი მძიმე სენს ებრძვის - "ველოდებით გამონათებას, რომელიც კორონასთან ერთად სხვა ტკივილებსაც გაალღობს"
მწე­რა­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა­ტე­რი­ნე ტო­გო­ნი­ძე დღეს იუ­ბი­ლა­რია. ეკამ სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ერთი სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბა, მე­უღ­ლის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ისურ­ვა. პო­ლი­ტი­კო­სი რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კას ჩა­მო­შორ­და, მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას, გლი­ობ­ლას­ტო­მას ებ­რძვის.



რო­გორც AMBEBI.GE-ს სამ­ყუ­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი რა­ტიმ ავ­სტრი­ის დე­და­ქა­ლაქ ვე­ნა­ში ჩა­ი­ტა­რა და ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­რძე­ლებს. ეკა და რატი წლე­ბია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. რო­გორც მწე­რა­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს, მისი პირ­ვე­ლი მკი­თხვე­ლი სწო­რედ საყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლეა. წყვილს ერთი გო­გო­ნა, თა­მარ სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი ჰყავს.

"ჩემი შვი­ლი თა­ვის სიზ­მარს მიყ­ვე­ბო­
და და მერე სი­ტყვამ მო­ი­ტა­ნა ფან­ტა­ზი­ე­ბი:

მე: წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ რა­ტის გან­კურ­ნე­ბა სხვა პლა­ნე­ტა­ზე შე­იძ­ლე­ბა, მარსზე თუ გა­დავ­სახ­ლდე­ბით, და­ა­ვა­დე­ბა გა­უქ­მდე­ბა, გაქ­რე­ბა. თა­ნახ­მა ხარ?

თუთა: რამ­დე­ნი ხნით?

მე: რო­გორც კი დე­და­მი­წა­ზე დავ­ბრუნ­დე­ბით, და­ა­ვა­დე­ბა იმა­ვე წერ­ტი­ლი­დან გა­აგ­რძე­ლებს, სა­დაც გა­ჩერ­და.

თუთა: ანუ სა­მუ­და­მოდ?

მე: ასე გა­მო­დის.

თუთა: მზეს ვე­ღა­რას­დროს ვნა­ხავ? გა­მიკ­ვირ­და, რომ უცებ მზემ აჯო­ბა ყვე­ლა­ფერს, გა­და­ფა­რა მე­გობ­რე­ბიც, ინ­ტერ­ნე­ტიც და ჩვე­ნი ძაღ­ლიც... თუთა, რა თქმა უნდა, და­თან­ხმდა. მერე მარ­სის და მზის მი­მარ­თე­ბაც გა­ვარ­კვი­ეთ და მოკ­ლედ, ჩვენ ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვართ. რე­ა­ლო­ბა­ში კი მე ისევ დე­და­მი­წა­ზე მყოფ­მა და­ვარ­ტყი მზეს 38-ე წრე. და­ა­ვა­დე­ბა ისევ ჩვენ­თა­ნაა და ზოგ­ჯერ ტკი­ვილ­თან ერ­თად და­უ­ჯე­რებ­ლად დიდი სი­ხა­რუ­ლი და სიყ­ვა­რუ­ლი მო­აქვს - მის გა­რე­შე, სამ­წუ­ხა­როდ, შე­უძ­ლე­ბე­ლიც კი.

გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93