მწერალი და ჟურნალისტი ეკატერინე ტოგონიძე დღეს იუბილარია. ეკამ საკუთარ დაბადების დღეზე ერთი სურვილის ასრულება, მეუღლის გამოჯანმრთელება ისურვა. პოლიტიკოსი რატი სამყურაშვილი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ პოლიტიკას ჩამოშორდა, მძიმე დაავადებას, გლიობლასტომას ებრძვის.
როგორც AMBEBI.GE-ს სამყურაშვილმა განუცხადა, მკურნალობის კურსი რატიმ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაიტარა და ახლა საქართველოში აგრძელებს. ეკა და რატი წლებია დაქორწინებულები არიან. როგორც მწერალი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, მისი პირველი მკითხველი სწორედ საყვარელი მეუღლეა. წყვილს ერთი გოგონა, თამარ სამყურაშვილი ჰყავს.
"ჩემი შვილი თავის სიზმარს მიყვებოდა და მერე სიტყვამ მოიტანა ფანტაზიები:
მე: წარმოიდგინე, რომ რატის განკურნება სხვა პლანეტაზე შეიძლება, მარსზე თუ გადავსახლდებით, დაავადება გაუქმდება, გაქრება. თანახმა ხარ?
თუთა: რამდენი ხნით?
მე: როგორც კი დედამიწაზე დავბრუნდებით, დაავადება იმავე წერტილიდან გააგრძელებს, სადაც გაჩერდა.
თუთა: ანუ სამუდამოდ?
მე: ასე გამოდის.
თუთა: მზეს ვეღარასდროს ვნახავ? გამიკვირდა, რომ უცებ მზემ აჯობა ყველაფერს, გადაფარა მეგობრებიც, ინტერნეტიც და ჩვენი ძაღლიც... თუთა, რა თქმა უნდა, დათანხმდა. მერე მარსის და მზის მიმართებაც გავარკვიეთ და მოკლედ, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. რეალობაში კი მე ისევ დედამიწაზე მყოფმა დავარტყი მზეს 38-ე წრე. დაავადება ისევ ჩვენთანაა და ზოგჯერ ტკივილთან ერთად დაუჯერებლად დიდი სიხარული და სიყვარული მოაქვს - მის გარეშე, სამწუხაროდ, შეუძლებელიც კი.
გაგრძელება