სიახლე

ვენეციის არხებში წყალი სუფთა და კამკამა გახდა - კორონავირუსის დადებითი გავლენა გარემოზე (ფოტოები)

ვენეციის არხებში წყალი სუფთა და კამკამა გახდა - კორონავირუსის დადებითი გავლენა გარემოზე (ფოტოები)
კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ტიპი, Covid-19 ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­ში­ნელ დის­კომ­ფორ­ტად იქცა. მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა უმ­სხვი­ლე­სი ღო­ნის­ძი­ე­ბა, ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბა გა­და­ი­დო. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში და­ი­ხუ­რა კაფე-ბა­რე­ბი, ღა­მის კლუ­ბე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, შე­ჩერ­და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი სახ­ლი­დან დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ობს. და­ი­ხუ­რა სა­წარ­მო­ე­ბი, ცხოვ­რე­ბა თით­ქოს გა­ჩერ­და...

თუმ­ცა ყო­ვე­ლი­ვემ და­დე­ბი­თად იმოქ­მე­და გა­რე­მო­ზე. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ NASA-მ თა­ნამ­გზავ­რი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­ზეც ჩანს, თუ რო­გორ გა­სუფ­თავ­და ჰა­ე­რი ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნის თავ­ზე და რო­გორ გა­იწ­მინ­და გა­მო­ნა­ბოლ­ქვის­გან.



ამ­ჯე­რად CNN იტა­ლი­ის ქა­ლაქ ვე­ნე­ცი­ა­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის და­დე­ბით ეფექ­ტზე წერს. ვე­ნე­ცია ტუ­რის­ტე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე
საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლია და იქ წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ დროს ხალ­ხმრავ­ლო­ბაა, თუმ­ცა ახლა დაც­ლი­ლია. ვე­ნე­ცი­ის ცნო­ბი­ლი არ­ხე­ბიც ცა­რი­ე­ლია გონ­დო­ლე­ბის­გან. ყო­ვე­ლი­ვემ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და წყა­ლი კამ­კა­მა, გამჭვირ­ვა­ლე გახ­და.

ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც ვრცელ­დე­ბა. მათ­ზე ვე­ნე­ცი­ის არ­ხია აღ­ბეჭ­დი­ლი და ჩანს, რომ წყა­ლი სა­ოც­რად სუფ­თაა: იხილეთ ფოტოები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93