ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით 200-მდე ადამიანია ინფიცირებული, თუმცა მედია, რომელსაც კრემლი ვერ აკონტროლებს წერს, რომ ვითარება გაცილებით მწვავეა და საშიშ ვირუსს რამდენიმე ათასი ადამიანი ებრძვის. ეპიდემიამ შეაღწია შეიარაღებულ ძალებში და ასევე მძიმედ აისახა, მიუსაფარ და მარტოხელა ადამიანებზე...
ვირუსის შიშით მეტროებში, რომელიც მოსკოვში ყველაზე გამოყენებადი ტრანსპორტია, მგზავრების რაოდენობა ოთხჯერ შემცირდა. რუსი ექიმების ვარაუდით, ეს მხოლოდ დასაწყისია და რამდენიმე დღეში რუსეთის ხელისუფლება ისევე ვერ დამალავს ვითარებას, როგორც ეს ახლა ირანს დაემართა...
გამოცემა rbc.ru-ს ცნობით, 19 მარტს ვირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი თრომბის დიაგნოზით გარდაიცვალა. თუმცა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სინამდვილეში გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად დიდია, ისევე როგორც დაინფიცირებულების.
პანიკის თავიდან ასაცილებლად, სამედიცინო დაწესებულებებში, ანალიზების პასუხებზე პაციენტებს პნევმონიის დიაგნოზს უსვამენ, რამაც ადგილობრივ ექიმებში ეჭვი გააჩინა.
"ნუ მალავ!.." - ამ შინაარსის მოწოდებით სოციალურ ქსელში რუსმა ინტერნეტმომხმარებლებმა მიმართვა გაავრცელეს, სადაც ადგილობრივ ხელისუფლებას ეფექტიანი ქმედებებისკენ მოუწოდებენ. გაგრძელება