2019 წლის ივნისში საქართველოში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებისთვის უცნობმა კადრმა ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა.
"ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სტომატოლოგი" - ასე მოიხსენიებდნენ მაშინ ტიკარაძეს, რომლის შესახებაც არაფერი იყო ცნობილი. შემდგომ გაირკვა, რომ ახალი მინისტრი მანამდე საჩხერის საავამდყოფოს დირექტორი იყო.
2019 წლის 19 აგვისტოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ტიკარაძე ფლობს 760 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში, რომელიც 2009 წელს 110 000 დოლარად შეიძინა. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ტიკარაძეს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 1770 ლარი, 5448 ლარი, 1300 ლარს ჰქონდა.
დეკლარაციის მიხედვით, ეკატერინე ტიკარაძის მეუღლე ბიძინა კაკაბაძე ფლობს 1611 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ცხვარიჭამიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც 2016 წელს 11 000 დოლარად შეიძინა. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი mercedes G 300 D, toyota camri 2012 და მოტოციკლეტი BMW R100 RT. ბიძინა კაკაბაძე შპს ავტოექსპერტიზა საქართველო თბილისი დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობაში 17%-იან წილს ფლობს, სადაც მენეჯერის პოზიციას იკავებს, მისმა ხელფასმა 2018 წელს 24 000 ლარი შეადგინა.
ეს იყო ინფორმაცია, რომელიც აქამდე ეკატერინე ტიკარაძის შესახებ მედიაში იძებნებოდა. კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შემდეგ ტიკარაძის შესახებ ინტერესი იმდენად გაიზარდა, რომ გადავწყვიტეთ მასზე უფრო მეტი გაგვეგო.
როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, 2005 წელს ეკატერინე ტიკარაძემ, თბილისში მიღებული სტომატოლოგიური განათლების შემდეგ, 2007-2008 წლებში გერმანიაში ყბა-სახის იმპლანტაციის სრული კურსი გაიარა და რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში დაბრუნებამდე სწორედ იქ ცხოვრობდა. გერმანიაში ცნობილი ქართველი მსახიობის ბადრი კაკაბაძის უფროს ვაჟზე ტატო (ბიძინა) კაკაბაძეზე იქორწინა. გაგრძელება