სიახლე

რა შეიცვლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ

რა შეიცვლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ
ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პრეზიდენტს მიმართა და გაგვაცნო დეტალები იმის შესახებ, თუ რას მოიცავს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი:
გიორგი გახარია:

"2300 ადამიანზე მეტია თვითიზოლაციაში. შევაჩერეთ სასწავლო პროცესი, ჯარში გაწვევა, ეტაპობრივად შევზღუდეთ როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო მიმოსვლა, აიკრძალა სამარშრუტო ტაქსები. რათა ვირუსის გავრცელების პირველი ეტაპი შეგვეჩერებინა.
საკარანტინე ზონაში რაოდენობის ზრდა აღინიშნება. ჩვენი ძირითადი ამოცანა ამ ეტაპზეა: ვირუსის მასობრივი გავრცელების შეფერხება, მისი გავრცელების სისწრაფე უნდა შევაფერხოთ.
საქართველოს მთავარობა და მე დღეს მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ 1
თვით, 21 აპრილამდე შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საგანგებო მდგომარეობის ნუსხა მოიცავს: იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნეს გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში. წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები.
იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა.
აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურეობასა და პირველადი სახის პროდუქტებზე ფასების რეგულირებას. სასამართლო სხდომები შეიძლება გაიმართოს დისტანციურად.
ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.
წინააღმდეგ შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15000 ლარის ოდენობით.
იგივე ქმედება განმეორებით გამოიწევევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 3 წლამდე ვადით.
ჩვენ გვესმის გასაჭირი იმ მოქალაქეების ვინც დაკარგა სამსახური, ან შეიძლება დაკარგოს. უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ გეგმას. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ დავუდგეთ მათ გვერდით".
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93