სიახლე

"მინდა, ნათელი მოვფინო მოვლენებს..." - კორონავირუსით ინფიცირებული თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტო­რი მიმართვას ავრცელებს

"მინდა, ნათელი მოვფინო მოვლენებს..." - კორონავირუსით ინფიცირებული თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტო­რი მიმართვას ავრცელებს
თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ერთ-ერთი დი­რექ­ტო­რი თეა ჯო­ხა­ძე, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სით არის და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის და მისი მე­უღ­ლე, ბიზ­ნეს­მე­ნი ბენო ქა­შა­კაშ­ვი­ლი თავს კარ­გად გრძნო­ბენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ნად­გო­მის­თვის მად­ლო­ბას უხ­დი­ან.


"მეგობრებო, ალბათ ბევრმა უკვე იცით, რომ მე და ჩემი მეუღლე კორონავირუსის დიაგნოზით ვიმყოფებით საავადმყოფოში. ეს რამდენიმე დღეა, გასაგები მიზეზების გამო არ მქონდა საშუალება ჩართული ვყოფილიყავი სოციალურ ქსელებში. მინდა, ნათელი მოვფინო მოვლენებს, რადგან ვიცი რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია.

11 მარტს რესტორან "ვინოტელში"
ჩვენი მეგობრის გარდაცვალებიდან 40 დღის თავთან დაკავშირებით გაიმართა სადილი. სტუმრებს შორის ვიყავით მე და ჩემი ოჯახის წევრები. ჯამში, სადილს ესწრებოდა 20 ადამიანი, მათ შორის 16 ქართველი (ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ჩათვლით) 3 რუსი და ერთი შვეიცარიელი. კვირას, 15 მარტს დამირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და მაცნობეს რომ ჩვენ ქართველ მეგობარს, რომელიც ესწრებოდა ამ სადილს, ლუგარის ლაბორატორიის ტესტირების თანახმად დაუდგინდა კორონავირუსი - SARS-COV2. მე ვიყავი მისი „მჭიდრო კონტაქტი“, რადგან ახლო დისტანციაზე ვისაუბრეთ ნახევარი საათის განმავლობაში, თუმცა არ გადამიკოცნია და არც ხელი ჩამომირთმევია. მე მაშინვე, დაუყოვნებლივ გადავედი თვითიზოლაციაში. ბენოზე (ჩემს მეუღლეზე) თვითიზოლაციის რეკომენდაცია არ ვრცელდებოდა. მე, იმავე დღეს განმივითარდა სიმპტომები, კერძოდ დაბალი სიცხე და მსუბუქი ხველება, რის გამოც გამოვიძახე გენეტიკის ლაბორატორიის კერძო ტესტი, რომელიც ორშაბათს, პირველივე შესაძლებლობისთანავე მოვიდა და სამშაბათს უკვე შევიტყვე, რომ ტესტის პასუხი დადებითი იყო. თავდაპირველად, ბენოს პასუხი იყო უარყოფითი, თუმცა განმეორებითმა ტესტმა, რომელიც სამშაბათს გაკეთდა უკვე დადებითი პასუხი დააფიქსირა. გაგრძელება

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93