სოციალურ ქსელშიც და ისედაც, არაერთი მიმართვა ვიხილეთ, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმო სწორედ ექიმების მიერ გამოქვეყნებული გაფრთხილებებია. მითუმეტეს, როცა ექიმი იმყოფება ამერიკაში, სადაც ახლა ეპიდემია მძვინვარებს.
ზურაბ გურულის მიმართვა ხალხს:
იტალიური ფიასკოს ანალიზისას ერთი თავისებურება კიდევ შევნიშნე, დამცავი ტანსაცმლის და აღჭურვილობის მკვეთრი ნაკლებობა.
ჩინელებს, კორეელებს, სინგაპურელებს და სხვა აზიელებს ულევად, განუსაზღვრელი რაოდენობით ჰქონდათ ორივე.
დიდი ალბათობით ამანაც ითამაშა გადამწყვეტი როლი.
ამერიკული ლოჯისტიკის მზადებაში ვარ უკვე რამდენიმე კვირაა და როცა ვადარებ ჩინურს, პრაქტიკულად ნახევრად შიშვლები ვართ უნიფხვო აზნაურებივით.
საქართველოში რა ხდება, წარმომიდგენია.
ჰოდა, უძილობის, გადაღლილობის და დამცავი საფარველის ნაკლებობა იწვევს ვირუსის გადარევას და უზარმაზარი დოზებით შესვლას ორგანიზმში.
კლინიკებო, უმცირეს დეტალებამდე ივარჯიშეთ აღჭურვილობის ჩაცმა-გახდის პროცესში, სანამ დროა.
აუცილებლად გყავდეთ ერთი "მოთვალთვალე" რომელიც ბოქსიდან გამოსულს დაეხმარება დასვრილი ტანსაცმელის ფრთხილად გახდაში და დააკვირდება რომ დამატებითი კონტამინაცია არ მოხდეს ამ დროს. სანამ აიწყვეტს ვირუსი, ეს პროცესი უნდა დამუშავდეს და რუტინულ ჩვევად იქცეს.
მიაწექით ტელემედიცინას! მაქსიმალურად შეზღუდეთ რუტინული მიღებები.
პატარა ჯგუფებად დაყავით ექიმები და მოკლე ინტერვალებით ჩაანაცვლეთ. სწრაფი ტესტები მათთვის გამოიყენეთ დილაობით.
გევედრებით, შეეშვით მეტიჩრობას. თქვენ კი არა, ამერიკა ვერ იქნება მზად რამდენიმე თვე მოსალოდნელი დარტყმისათვის.
გახსოვდეთ, ჯერ არაფერი დაწყებულა.
მადლობა საგანგებოსთვის. პრაქტიკულად შიშველი ხელებით მოუწევთ ქართველ ექიმებს ბრძოლა, პრევენციაზე აიღეთ მთავარი აქცენტი. არ იკეკლუცოთ არაფრის და არავის გამო ხალხთან, თორემ უამრავი ადამიანის ცოდვას დაიდებთ სინდისზე.
ერთ-ერთი ადამიანი ექიმის პოსტს ასე გამოეხმაურა:
ამერიკულ საწოლებს და აპარატებს ცხადია უკეთესი ხარისხი აქვს, მაგრამ ვირუსი, რომლის ვაქცინაც ჯერჯერობით არ არსებობს, არ არის ისეთი დაავადება, რომ მაღალი ტექნოლოგიებით მკურნალობა რაიმე შედეგს იძლეოდეს.
ადამიანის იმუნურმა სისტემამ თვითონ უნდა აჯობოს და სტაციონარში ყურადღების და ტრადიციული მედიკამენტებით მკურნალობის ქვეშ იყოს, მეტი არაფერი. თუ სუნთქვა გაუჭირდა აპარატი უნდა დავახმაროთ.
ახლა ამერიკის ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი, საქართველოს მოსახლეობაზე რომ გადმოვაკონვერტიროთ, დაახლოებით ნიშნავს, ჩვენ რომ გვყავდეს 300 ინფიცირებული და 4 გარდაცვლილი.
სტატისტიკით, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის პროცენტული მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ: ამერიკას ჯერჯერობით უფრო უჭირს კორონასთან ბრძოლა, ვიდრე საქართველოს. ალბათ პატარა ქვეყანა, რომ ვართ ბევრად იოლია ბევრი რაღაცის კონტროლი, სულ მცირე საერთაშორისო დახმარებაც გვყოფნის და ა.შ.
P.S. ბევრი ვერ აფასებს ქართველი ექიმების კვალიფიკაციას, შესაძლებლობებს და ბრძოლას.