სიახლე

"ერთი ქვეყნისთვის რომ დავუშვათ გამონაკლისი, სხვებიც მოითხოვენო" - ესპანეთმა კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლის გადმოსვენებაზე უარი თქვა

"ერთი ქვეყნისთვის რომ დავუშვათ გამონაკლისი, სხვებიც მოითხოვენო" - ესპანეთმა კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლის გადმოსვენებაზე უარი თქვა
ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვე­ნე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. გარ­დაც­ვლილს მად­რიდ­ში, სპე­ცი­ა­ლურ აკ­ლდა­მა­ში დაკ­რძა­ლა­ვენ. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მული ხათო ნა­ჭყე­ბია AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ეს­პა­ნეთ­ში მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ით, დაკ­რძალ­ვას გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვერ და­ეს­წრე­ბი­ან.

"ვცდი­ლობ, მომ­ხდარ­ზე არ ვი­ფიქ­რო, მაგ­რამ მა­ინც სულ ამა­ზე მე­ფიქ­რე­ბა. არ დაგ­ვთან­ხმდნენ, რად­გან ერთი ქვეყ­ნის­თვის რომ და­ვუშ­ვათ გა­მო­ნაკ­ლი­სი, სხვე­ბიც მო­ი­თხო­ვე­ნო. თვი­თონ ეს­პა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის უარ­ზე. მე­უ­ფემ და­უ­რე­კა ჩემს ძმას და და­არ­წმუ­ნა, რომ სა­ნამ პან­დე­მია გა­და­ივ­ლის, იქ დაკ­რძა­ლონ და შემ­დეგ სა­პატ­რი­არ­ქო და­ეხ­მა­რე­ბა. სამ­ტრე­დი­ა­ში ოჯახ­ში იყო
მი­სუ­ლი მე­უ­ფე და იქეიდან და­რე­კა. გუ­შინ მო­ა­წე­რა ხელი ჩემ­მა ძმამ, რომ მად­რიდ­ში აკ­ლდა­მა­ში დაკ­რძა­ლონ. შემ­დეგ ნო­მერს მის­ცე­მენ და რომ გავა გარ­კვე­უ­ლი დრო, ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. მი­წა­ში არ კრძა­ლა­ვენ, აკ­ლდა­მა­ში და­ას­ვე­ნე­ბენ. ეს­პა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თქმით, 5-6 წელ­ში გვექ­ნე­ბა გად­მოს­ვე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მაგ­რამ მე­უ­ფე შეგ­ვპირ­და, პან­დე­მია რომ გა­და­ივ­ლის, დაგ­ვეხ­მა­რე­ბა... რა სა­ში­ნე­ლე­ბაა. ვე­რა­ვინ და­ვეს­წრე­ბით, არ შე­იძ­ლე­ბა არა­ვის დას­წრე­ბა სა­ერ­თო­დო. თვი­თონ წა­ი­ღე­ბენ და და­ას­ვე­ნე­ბენ აკ­ლდა­მა­ში", - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის მული. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93