ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის საქართველოში გადმოსვენება ვერ მოხერხდა. გარდაცვლილს მადრიდში, სპეციალურ აკლდამაში დაკრძალავენ. ახალგაზრდა ქალის მული ხათო ნაჭყებია AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ესპანეთში მოქმედი რეგულაციით, დაკრძალვას გარდაცვლილის ოჯახის წევრები ვერ დაესწრებიან.
"ვცდილობ, მომხდარზე არ ვიფიქრო, მაგრამ მაინც სულ ამაზე მეფიქრება. არ დაგვთანხმდნენ, რადგან ერთი ქვეყნისთვის რომ დავუშვათ გამონაკლისი, სხვებიც მოითხოვენო. თვითონ ესპანეთის ხელისუფლება არის უარზე. მეუფემ დაურეკა ჩემს ძმას და დაარწმუნა, რომ სანამ პანდემია გადაივლის, იქ დაკრძალონ და შემდეგ საპატრიარქო დაეხმარება. სამტრედიაში ოჯახში იყო მისული მეუფე და იქეიდან დარეკა. გუშინ მოაწერა ხელი ჩემმა ძმამ, რომ მადრიდში აკლდამაში დაკრძალონ. შემდეგ ნომერს მისცემენ და რომ გავა გარკვეული დრო, ჩამოასვენებენ. მიწაში არ კრძალავენ, აკლდამაში დაასვენებენ. ესპანეთის ხელისუფლების თქმით, 5-6 წელში გვექნება გადმოსვენების შესაძლებლობა, მაგრამ მეუფე შეგვპირდა, პანდემია რომ გადაივლის, დაგვეხმარება... რა საშინელებაა. ვერავინ დავესწრებით, არ შეიძლება არავის დასწრება საერთოდო. თვითონ წაიღებენ და დაასვენებენ აკლდამაში", - ამბობს გარდაცვლილის მული. გაგრძელება