იტალიაში მცხოვრები ქართველი ქალის, მარიამ სირბილაძის ამბავი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ სიმსივნე დაუდგინეს და დაავადების წინააღმდეგ მისმა ბრძოლამ წარმატებით ჩაიარა, სრულიად საქართველომ იცის. მარიამი იტალიაში მკურნალობდა, იქ ცხოვრობს და დღემდე დადის იტალიელ ექიმებთან კონსულტაციებზე. მისი დამოკიდებულება იტალიის მიმართ განსაკუთრებული და თვალშისაცემია. იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა გამოვლენის დღიდან, თავის განცდებს სოციალური ქსელის საშუალებით უზიარებს საზოგადოებას:
"ახლა ძალიან მოკლედ დავწერ და მიხვდებით ჩემს ემოციურ ფონს. ბოლო კვირების მანძილზე გული გამოგიღეთ, მაგრამ მაინც.
17 წლის წინ ჩამოვედი და არაფერი გამაჩნდა ოცნებების მეტი. საკუთარი შვილივით გამზარდა ამ ქვეყანამ, ყველაფერი მომცა, რაზეც კი მიოცნებია. არასოდეს არ მიგრძვნია თავი უცხოდ, არასოდეს დავუმცირებივარ და დავუჩაგრივარ არავის. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ ვცხოვრობ უცხო ქვეყანაში, უცხო მიწაზე, არც ემიგრანტი ვარ, მე აქ გავიზარდე და ყველაფერი, რაც გამაჩნია, აქ შევქმენი. სადაც წავალ, ყველგან ჩემი რომაული აქცენტი დამყვება.
აქ დაიბადნენ ჩემი შვილები. ეს ქვეყანა მათი სამშობლოა. ავად რომ გავხდი, არ შემშინებია. ვიცოდი, რომ გადამარჩენდნენ, ვიცოდი, რომ მიშველიდნენ და ასეც მოხდა. მეფერეს, მაიმედეს, მიმკურნალეს, ონკოპაციენტი დამასაქმეს! მიფრთხილდებიან. გაგრძელება