სიახლე

მეცნიერები გვპასუხობენ, თუ რატომ კლავს კორონავირუსი უფრო მეტად მამაკაცებს, ვიდრე ქალებს

მეცნიერები გვპასუხობენ, თუ რატომ კლავს კორონავირუსი უფრო მეტად მამაკაცებს, ვიდრე ქალებს
Los Angeles Times-მა გამოჰკითხა მეცნიერები, რომლებიც იმუნიტეტს შეისწავლიან, მსუბუქ რესპირატორულ დაავადებებსა და კორონავირუსს, თუ რატომ აღმოჩნდა სინამდვილეში ახალი ვირუსი მამაკაცებისთვის უფრო საშიში, ვიდრე ქალბატონებისთვის. როგორც აღმოჩნდა, ქალებს საერთოდ არ შეისწავლიან, ვინაიდან მარტივად ხვდებიან მათ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს.

Los Angeles Times-ის გამომცემლობამ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მეცნიერებმა უპასუხეს შეკითხვას: სიმართლეს შეესაბამება, რომ კორონავირუსი მამაკაცებს უფრო მეტად ერჩის? თუკი დასაწყისშივე გვინდა დავასკვნათ, მაშინ კი, მაგრამ ეს მიხვედრის დონეზე გადაწყვიტეს და არა დაკვირვების შედეგად. სინამდვილეში რას ეფუძნება მათი ვარაუდები?

დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკა ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში, რომელსაც გამომცემლობა ეყრდნობა, დემონსტრირებას ახდენს იმ ციფრების, თუ რამდენად დიდია რიცხობრივად დაინფიცირებული მამაკაცების რაოდენობა ქალბატონებთან შედარებით, თუმცა იტალიაში დიდი სხვაობა არ არის სქესს შორის ჯერჯერობით. სიკვდილიანობაც, მათი დასკვნებით, ქალებში უფრო მცირეა, ვიდრე მამაკაცებში.

განსხვავება დაინფიცირებასთან დაკავშირებით ბავშვთა ასაკშიც არის, თინეიჯერობიდან მოყოლებული, რაზეც მეტყველებს ვუჰანის საბავშვო ჰოსპიტალი.
ყველაზე პირველი და სწრაფი დასკვნა იმაში მდგომარეობს, რომ მამაკაცები უფრო მეტს ეწევიან ქალებთან შედარებით, ვინაიდან იტალიაში მამაკაცების 28% არის მწეველი, ხოლო ქალების მხოლოდ 20%. აზიაში კი ამ მხრივ დიდი სხვაობაა. იაპონელი ქალების მხოლოდ 3.4% ეწევა, ხოლო მამაკაცების 54% მწეველია აქედან 8.4%-მა თავი დაანება მოწევას. ჩრდილოეთ კორეაში კი მწეველ კაცებსა და ქალებს შორის პროცენტულობა 50% და 4% - ასე გამოიყურება.

ყველაზე მარტივი განმარტება ყოველთვის არ არის სწორი, ვინაიდან სხვა ვირუსული ინფექციების დროს გართულება, პირველ რიგში, ფილტვებზე აისახება და ზარალდებიან ძირითადად ქალები. ამაზე მეტყველებს გრიპის ყოველწლიური სტატისტიკა და გართულებები ხშირ შემთხვევაში მდედრობით სქესს აღენიშნება, სიკვდილიანობაც მათთან უფრო მეტია.
Картинки по запросу
სპეციალისტი კორონავირუსის თემაზე, ექიმი სტენლი პერლმანი აიოვას უნივერსიტეტიდან, Los Angeles Times-ის გამომცემლობას მოუყვა, რომ 2016 და 2017 წლებში რესპირატორული გართულებების შესამოწმებლად ცდები ჩაატარეს თაგვებზე, შედეგად კი მდედრობითი სქესის თაგვები ინფექციებისადმი ნაკლებად მიდრეკილები აღმოჩნდნენ, მამრობითისგან განსხვავებით. დაბალი სიკვდილიანობა ქალებში უკავშირდება იმას, რომ კორონავირუსთან ბრძოლისას თავის დამცველი მექანიზმის დონეზე იმუნიტეტი ახერხებს დარტყმების უკეთ აცილებას.
Картинки по запросу
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არავინ იცის, როგორ მუშაობს ეს სინამდვილეში. იმიტომ, რომ, როგორც კალიფორნიელი მეცნიერი კენტ პინკერტონი აღნიშნავს, რომელიც მუშაობს მამაკაცებსა და ქალებს შორის დაავადებების გავრცელებას შორის განსხვავებაზე, განმარტავს, რომ ცდები ცხოველებზე ტარდებოდა ყოველთვის მამრობით სქესზე, ვინაიდან ქალის ჰორმონები უფრო რთულ შედეგებს იძლევა.
Картинки по запросу
წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93