სიახლე

Samsung Galaxy-ს უახლესი სმარტფონები ონლაინგაყიდვაშია

Samsung Galaxy-ს უახლესი სმარტფონები ონლაინგაყიდვაშია
13 მარტიდან Samsung-ის ახალი, ყველაზე სახელოვანი S სერიის სმარტფონები Galaxy S20, S20+ და ყველაზე განსაკუთრებული Galaxy S20 Ultra ოფიციალურად ჩაეშვა გაყიდვაში. ასევე გაყიდვაშია, თუმცა შეზღუდული რაოდენობით, "სამსუნგის" ინოვაციური დრეკადი ეკრანით აღჭურვილი დასაკეცი სმარტფონი Galaxy Z Flip. მომხმარებელმა 2020-ის პირველივე კვარტლიდან დაინახა სმარტფონების ინდუსტრიის ფავორიტები.

Galaxy S20 Ultra წარმოგვიდგენს ყველაფერს, რისი შემოთავაზებაც წელს Samsung-ს შეუძლია. სმარტფონში წარმოდგენილია ყველა ის გადაწყვეტილება, რითაც "სამსუნგი" ამაყობს: ინდუსტრიაში საუკეთესო 6.9-ინჩიანი, 120-ჰერციანი დინამიკური AMOLED ეკრანი, გიგანტური ზომის 5,000 mAh ელემენტი და
108-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, რომელსაც შეუძლია 8K ფორმატში ვიდეოს გადაღება, ან თქვენი სმარტფონის ჩვეულებრივ ტელესკოპად ქცევა Space Zoom ფუნქციის დახმარებით, რომელიც საშუალებას გაძლევთ, 100-ჯერ მოაახლოვოთ გამოსახულება. ეს მოდელი ნამდვილი მაქსიმალისტებისთვის არის შექმნილი.

ცალკე სასაუბრო თემაა "ულტრას" უმცროსი მოდელები. აქ კომპანიამ აქცენტი შედარებით პატარა ზომის ეკრანებზე გააკეთა. ყველა სმარტფონს აქვს საკმაოდ მძლავრი მახასიათებლები, როგორიცაა ეკრანის განახლების 120-ჰერციანი მაჩვენებელი, მრავალკამერიანი სეთაფი, ახალი Exynos 990-ის პროცესორი, რაც Samsung-ის პროგრამულ ოპტიმიზაციასთან ერთად მათ მსოფლიოში უსწრაფეს მოწყობილობებად აქცევს.

პარალელურ რეჟიმში, Galaxy Fold-ის მერე Samsung-მა უკვე ახლახან წარმოადგინა Galaxy Z Flip, რომელიც თამამად შეგვიძლია მოვნათლოთ დასაკეცი სმარტფონების მეორე თაობის ღირსეულ წარმომადგენლად. მას აქვს განსხვავებული, მეტად საინტერესო ფორმ-ფაქტურა და ყველაფერთან ერთად, ფლაგმანური მახასიათებლები. სმარტფონმა ნამდვილი ჰაიპი გამოიწვია მომხმარებლებში.

Galaxy-ს ახალი ხაზის სმარტფონების შესაძენად, არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეუძლია ონლაინ, "სამსუნგის" ოფიციალური პარტნიორების მაღაზიების ვებგვერდებზე.

აქვე გვინდა შეგახსენოთ, რომ სმარტფონების შეძენა რეკომენდებულია მხოლოდ "სამსუნგის" ოფიციალური ჰოლოგრამით. ჰოლოგრამიან სმარტფონს გააჩნია ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვისცენტრის მომსახურება. მოქმედებს უსაზღვრო ეკრანის გარანტია, რომელიც საშუალებას მოგცემთ, უფასოდ შეცვალოთ დაზიანებული ეკრანი "სამსუნგის" ოფიციალურ სერვისცენტრში. ასევე, სმარტფონის დაზიანების შემთხვევაში თქვენ მოგემსახურებიან მხოლოდ სერტიფიცირებული ტექნიკოსები და მწყობრიდან გამოსული ნაწილები ჩანაცვლდება მხოლოდ ორიგინალი ნაწილებით. ოფიციალურ მოწყობილობებზე თქვენ გექნებათ წვდომა ყველა ოფიციალურ პროგრამულ უზრუნველყოფასა და აპლიკაციაზე. ასე რომ, Samsung-ი მოგიწოდებთ, შეიძინოთ "სამსუნგის" სმარტფონები მხოლოდ "სამსუნგის" ოფიციალური ჰოლოგრამით.

დაიმახსოვრე, ჰოლოგრამა გიცავს!
R
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93