სიახლე

"თითქოს ფილტვებში შუშა მქონდა..." - 39 წლის ბრიტანელი ჰყვება, როგორ მოხვდა რეანიმაციაში კორონავირუსით

"თითქოს ფილტვებში შუშა მქონდა..." - 39 წლის ბრიტანელი ჰყვება, როგორ მოხვდა რეანიმაციაში კორონავირუსით
ცოტა ხნის წინ ლონდონში მცხოვრებმა ქალბატონმა ტარა ჯეინ ლენგსტონმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა.
ის ამ დროს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, შეძლო აეხსნა, თუ რა მდგომარეობაშია და რა ეტაპი გაიარა.
ტარა ორი გოგონას დედაა, საავადმყოფოში გასულ პარასკევს მოათავსეს და კორონავირუსი დაუდასტურდა.
„ისეთი უცნაური შეგრძნება იყო, თითქოს ფილტვებში შუშა მქონდა. ამიტომაც ექიმებს მივაკითხე“ - განაცხადა მან.
Covid-19-მა ქალბატონს ორმხრივი პნევმონია განუვითარა.
როგორც თავად ამბობს, შაბათ-კვირას მეუღლესთან, რიჩარდთან და ქალიშვილთან ერთად კრაკოვში იმყოფებოდა.

ტარა მალევე
მიხვდა, რომ თავს კარგად არ გრძნობდა და 5 დღეში მისი მდგომარეობა გაუარესდა. მიაკითხა ექიმს, რომელმაც სასუნთქი გზების ინფექცია დაუდგინა და ანტიბიოტიკები დაუნიშნა. აღნიშნულ მოქმედებას ქალბატონის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მას სასწრაფომ მოაკითხა, გადაიყვანეს საავადმყოფოში და პნევმონია დაუდგინეს, შემდეგ კი - კორონავირუსი.
ქალბატონმა ჟანგბადის მილები გვაჩვენა და განგვიმარტა, რომ მათ გარეშე სუნთქვა არ შეუძლია. თავიდან უფრო მეტი ჟანგბადი სჭირდებოდა, ახლა კი გაცილებით ნაკლები (ერთი ლიტრი).

ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზეც, რომ მსგავსი სიტუაციის დროს არტერიოვენული კათეტერიც შეიძლება გახდეს საჭირო, რომელიც ხელზე მაგრდება. ტარას სწორედ ამგვარი კათეტერი ჰქონდა დამაგრებული.
„ვინც ეწევა, მოვუწოდებ, რომ თავი დაანებოს. შენ ისევ გჭირდება შენი ფილტვები და ნუ გამოსცდი ბედს, ნუ ეთამაშები მას, თორემ ხომ მიყურებ მე, ახლა რეანიმაციაში ვარ“ - ამბობს ტარა.
წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93