სიახლე

ფილიპ VI-ის ნათესავი კორონავირუსით დაინფიცირდა და პარიზში გარდაიცვალა, რას ჰყვებიან პრინცესაზე

ფილიპ VI-ის ნათესავი კორონავირუსით დაინფიცირდა და პარიზში გარდაიცვალა, რას ჰყვებიან პრინცესაზე
ახალი სახეობის კორონავირუსულმა ინფექციამ პრინცესა მარია ტერეზა ბურბონის სიცოცხლე შეიწირა.
ის ესპანეთის მეფის ბიძაშვილი გახლდათ და მისთვის დასავით იყო. 

მარია ტერეზას ზედმეტსახელად „წითელ პრინცესას“ უწოდებდნენ.
ქალბატონი საფრანგეთში დაინფიცირდა. 27 მარტს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინცესა გარდაიცვალა. ის 86 წლის გახლდათ.

მომხდარის შესახებ ღრმა მწუხარება გამოთქვა პრინცესას ძმამ, ჰაინრიხ ბურბონმა.
როგორც გაირკვა, გამოსამშვიდობებელი ცერემონია მადრიდში გაიმართება.
პრინცესა დაქორწინებული არ იყო და შვილებიც არ ჰყავს. მარია ტერეზა ბურბონი პროფესორი გახლდათ სოციოლოგიის დარგში.

ამჟამად ესპანეთი Covid-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობით ევროპაში მეორე
ადგილზეა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 64000 ადამიანს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 4.9 ათასს გაუტოლდა.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93