სიახლე

"ვართ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე, შეიძლება ეს უმართავ პროცესებში გადავიდეს" - ამირან გამყრელიძე

"ვართ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე, შეიძლება ეს უმართავ პროცესებში გადავიდეს" - ამირან გამყრელიძე
"ვართ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ეპი­დე­მი­ის ზღვარ­ზე და შე­იძ­ლე­ბა ეს უმარ­თავ პრო­ცე­სებ­ში გა­და­ვი­დეს" - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რმა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში პე­რი­ო­დი მო­მა­ვა­ლი ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა, ამი­ტომ, გამ­ყრე­ლი­ძე მო­უ­წო­დებს ყვე­ლას, და­იც­ვან სა­ხელ­მწი­ფოს და ჯან­დაც­ვის სფე­როს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

"ეს ოთხი კვი­რა, მო­მა­ვა­ლი ერთი თვე ემ­თხვე­ვა ყვე­ლა­ზე დიდ დღე­სას­წა­ულს ქვე­ყა­ნა­ში. იცით, რა­ზეც ვსა­უბ­რობ. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მე ახლა ამის თქმა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მი­ჭირს, მაგ­რამ იმის­თვის, რომ და­ვიც­ვათ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა, უნდა და­ვე­მორ­ჩი­ლოთ მო­წო­დე­ბებს და უნდა
მივ­ყვეთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

კი­დევ ვამ­ბობ, მო­მა­ვა­ლი ოთხი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდი საფრ­თხეა ქვე­ყა­ნა­ში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ეპი­დე­მი­ის გან­ვი­თა­რე­ბის. მე ვუ­ყუ­რებ, რომ მო­ეშ­ვა ცოტა მო­სახ­ლე­ო­ბა, დაბ­რძან­დე­ბი­ან ქუ­ჩებ­ში. ისევ არის ქუ­ჩებ­ში სი­ა­რუ­ლი - იქ­ნე­ბა ეს მან­ქა­ნით, თუ ფე­ხით. ისევ არის თავ­შეყ­რა...

ვართ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ეპი­დე­მი­ის ზღვარ­ზე, შე­იძ­ლე­ბა ეს უმარ­თავ პრო­ცე­სებ­ში გა­და­ვი­დეს, რო­გორც ეს მოხ­და იტა­ლი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­სა და ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­ში.

ამის რე­ა­ლუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბა ქვე­ყა­ნა­ში არის. ამი­ტომ ვთხოვ ყვე­ლას, და­ვიც­ვათ ის რე­ჟი­მი, რა­საც სა­ხელ­მწი­ფო და ჯან­დაც­ვის სფე­რო გვე­უბ­ნე­ბა. უნდა გა­ვი­ჭირ­ვოთ, მი­ნი­მუმ, ორი თვე მა­ინც, უნდა ვი­ყოთ სახ­ლებ­ში" - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 90-მდე გა­ი­ზარ­და. მთავ­რო­ბის მიერ შექ­მნილ სპე­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე stopcov.ge-ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­შია 4534 ადა­მი­ა­ნი, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 276 პირი. 90 ადა­მი­ა­ნი­დან 16 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია.

წყარო: ambebi.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93