კორონავირუსი პირველ ხაზზე: როგორია 2020 წლის მარტში გამოცემული ჟურნალების გარეკანი (ფოტო) - Marao

კორონავირუსი პირველ ხაზზე: როგორია 2020 წლის მარტში გამოცემული ჟურნალების გარეკანი (ფოტო)

2020-03-31 14:17:12+04:00


კორონავირუსის პანდემია - ბოლო ერთი თვეა, რაც  განხილვის მთავარი თემაა. სასიკვდილო Covid-19 უკვე თითქმის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. დაინფიცირების ერთი შემთხვევა ჩილეს ყველაზე განმარტოებულ დასახლებულ "აღდგომის კუნძულზეც" კი დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, 724 000-ზე მეტი ადამიანია კორონავირუსით დასნებოვნებული.

ქვეყნები კეტავენ საზღვრებს, აუქმებენ მასობრივ ღონისძიებებს და ქალაქებში კარანტინს აცხადებენ.

ბეჭდური მედიაც, რასაკვირველია, ამ თემას ეხმაურება. უმრავლესობა ცნობილი ჟურნალებისა და გაზეთებისა, რომლებიც მარტში გამოიცა, გარეკანს კორონავირუსის თემას უძღვნის.

ჩვენ შევაგროვეთ ყველა!