სიახლე

„ეს არის ალგორითმული მაფია, მსოფლიოს ახალი გადანაწილების წინ“, - დეტალები კორონავირუსის შესახებ, რომელიც ლალი მოროშკინამ ახალ წიგნში აღწერა

„ეს არის ალგორითმული მაფია, მსოფლიოს ახალი გადანაწილების წინ“, - დეტალები კორონავირუსის შესახებ, რომელიც ლალი მოროშკინამ ახალ წიგნში აღწერა

“ეს ყველაფერი, ცხადია, საფრთხისშემცველი შეიძლება იყოს ჩემთვის, რადგან ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ხელში გადის...“, - ასე იწყებს ახალი დოკუმენტური რომანის შინაარსზე საუბარს პროფესორი და მწერალი ლალი მოროშკინა.

ტრილოგიის პირველ წიგნში „3 დღე ვაქცინამდე“ ლალი მოროშკინამ აღწერა ყველა ის დეტალი, რომელიც კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის დაწყებამდე იცოდა და როგორც თავად ამბობს, რომლის გამხელის უფლებაც არ ჰქონდა.

ჩინეთში, უხანის პროვინციაში ახალი ვირუსის გავრცელება, მალევე ირანელი გენერალ-მაიორის, ყასემ სოლეიმანის ლიკვი
დაცია, მალევე პანდემიის მიმართ სკანდინავიის ქვეყნებისა და იაპონიის ინერტული დამოკიდებულება და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც შეიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს, - ეს ის საკვანძო საკითხებია, რომლებიც ლალი მოროშკინამ მის ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით დააკავშირა. მწერალი ამბობს, რომ ჯერ კიდევ 15 წლის წინ პროფესორისთვის და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფისთვის კარგად იყო ცნობილი, მსოფლიო რა გამოწვევის წინაშე დადგებოდა, თუმცა ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო და ლაბორატორიების კედლებს გარეთ ვერ აღწევდა.

ჩვენ მწერალთან ჩავწერეთ ინტერვიუ, სადაც ის დეტალურად აღწერს თავისი ახალი ტრილოგიის შინაარსს და მისი გამოქვეყნების მიზანს. ლალი მოროშკინა ამტკიცებს, რომ ყველა ფაქტი უტყუარია და მხოლოდ პერსონაჟების სახელებია შეცვლილი. ამ წიგნმა კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის მიმართ თქვენი ხედვა შეიძლება სრულიად შეცვალოს. თუ რატომ, ამაზე უკვე ავტორი გვიამბობს:


რომანის „3 დღე ვაქცინამდე“ გამოსვლის პერიოდი პირდაპირთანხვედრაშია კორონავირუსის მსოფლიო პანდემიად გამოცხადებასთან. საინტერესოა, როდის დაიწყეთ ამ წიგნზე მუშაობა და ფაქტები, რომლებიც აღწერეთ, თქვენი ანალიზის შედეგია თუ უტყუარი სიმართლე?

ხშირად ვაკეთებ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ანალიტიკას და დაახლოებით 3 თვის წინ ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები იყო, რომ უნდა მომხდარიყო რაღაც ისეთი, რაც მსოფლიოს შეძრავდა.
მე ჩემი წყაროებისგან მქონდა ინფორმაცია, რომ შეიძლებოდა გავრცელებულიყო ვირუსი, რომელიც არ იქნებოდა ისეთი საშიში, როგორიც რეალურად ჩანს, მაგრამ ექნებოდა ძალიან სერიოზული პიარკამპანია. მაშინ მე ძალიან სკეპტიკურად შევხედე რაღაც მომენტებს. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც პიარტექნოლოგი ვარ, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ პიარმა შეიძლება დააქციოს ნახევარი მსოფლიო. მაგრამ როგორც პიარის მამა ედვარდ ბერნაიზი იტყოდა, სწორად მიმართულმა პიარმა შესაძლებელია უბრალო ბიჭუნა პრეზიდენტად აქციოს. დავუკვირდი რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლას, მივხვდი, რომ რაღაცისთვის ემზადებოდნენ და შევუდექი მასალების შეგროვებას.

რა მოვლენებმა გაამყარა თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციის სიზუსტე?

ყველაფერი დაიწყო ჩინეთში, უხანის პროვინციაში ვირუსის გავრცელებით. შემდეგ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია, რომლის დასაფლავებაზეც ათასობით ადამიანი დაინფიცირდა. შემდეგ ყველაფერი წუთი-წუთზე იყო გათვლილი, როდის რა უნდა მომხდარიყო, რომელ ქვეყანაში რა პროცენტით უნდა გავრცელებულიყო კორონავირუსი.
ეს ფაზლი ძალიან მარტივად აეწყო, როდესაც ჯერ ირანი გათიშეს, შემდეგ ჩინეთის გათიშვაც დაიწყეს, მაგრამ აი, აქ ვერ გაითვალისწინეს ერთი რამ - რაც მე ამ წიგნში მიწერია, რომ 3 წლის წინ ჩინელებს დაწყებული ჰქონდათ ადამიანის გენმოდიფიცირებაზე მუშაობა და პირველი ორი გენმოდიფიცირებული გოგონა სწორედ უხანის ლაბორატორიაში შექმნეს. შესაბამისად, ანტივირუსიც სათავისოდ ჰქონდათ შენახული. დღეს ჩინეთი ძველებურად სწრაფ ტემპში ვითარდება, მაშინ, როცა მთელი მსოფლიო მარტივ თანამამრავლებად იშლება. მაკრონი იმუქრება, რომ დატოვებს შენგენის ზონას, იტალიაში ლომბარდიის გუბერნატორი რუსებს ლოცავს და ტრამპი კი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. ამ დროს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აანონსებს ახალ მსოფლიო მთავრობას, რომელმაც უნდა უხელმძღვანელოს პროცესებს...

წიგნში დეტალურად არის აღწერილი, როგორ მიმდინარეობს სამეცნიერო და მენტალური ბრძოლა სწორედ ჩინეთსა და იმ გლობალისტებს შორის, რომლებიც რეალურად, ფლობენ სამყაროს. ერთი მხრივ, ჩინეთმა შექმნა გენმოდიფიცირებული ჯარი, რომელსაც შეუძლია, გაანადგუროს მსოფლიო. მათ აქვთ ლაბორატორიები, სადაც ეს პროცესი მიმდინარეობს და მეორე მხარეს არიან გლობალისტები მსოფლიო მმართველობის დაუოკებელი ჟინით.
განადგურების პროცესი კი სულაც არ დაიწყება კორონავირუსით... რადგან ეს არის ყველაზე დამნდობი და ყველაზე მარტივი პრობლემა. მისი იდეაც სწორედ ის იყო, რესტარტი, შეშინებული მოსახლეობა, სიკვდილის პირას მიყვანილი. მოხუცები, მუხლებზე დაჩოქილი ევროპული სახელმწიფოების ლიდერები, მთავარი სამიზნე კი მაღალი აღგზნებადობის მქონე ხალხია, რომლისგანაც უნდა დაიცალოს დედამიწა. კორონა ლამაზად იფუთება ცნობილი ადამიანების ტრაგიკული ისტორიებით. სწორედ ამიტომ „დაემართა“ კორონა ამდენ მსახიობს, ცნობილ ადამიანს, მათ შორის, პრინც ჩარლზს და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს. ეს პიარის ნაწილია.
ყველაფერი არის ძალიან დიდი სპექტაკლი, ძალიან კარგად გათამაშებული ამერიკასა და ჩინეთს შორის. გაიმეტეს ათასობით ადამიანი იმისთვის, რომ ეჩვენებინათ, რა იქნება მართლა, რომ ბიოლოგიური ომი დაიწყოს. საუბარია, რომ მესამე მსოფლიო ომში არ იქნება ტანკები და იარაღი, სამაგიეროდ, იქნება მომაკვდინებელი შტამი. ახლა კი ნერვების ომია, რომელიც წააგო ევროპამ, მაგრამ 100:0 იგებს ჩინეთი.

თქვენ მიერ აღწერილი ლოგიკური ჯაჭვი ძალიან მძიმე სურათს ქმნის... რეალურად, ასეთ შეთქმულების თეორიებზე ეჭვები ხშირად არსებობს, თუმცა მტკიცებულებების არარსებობის გამო მათი დაჯერება რთულია. დოკუმენტურ რომანში - „3 დღე ვაქცინამდე“, სად გადის ზღვარი რეალობასა და მხატვრულ გამონაგონს შორის?

ერთადერთი, რაც ჩემს რომანში შეცვლილია, არის სახელები და გვარები, დანარჩენი ასახულია 100%-იანი სიმართლე. ეს არ არის მხატვრული ლიტერატურა, ეს არის დოკუმენტალისტიკა, მაგრამ მე მივეცი მხატვრული ლიტერატურის სახე.
წიგნში აღწერილია სიყვარულის ისტორია, საუბარია ესპანელ ბიოქიმიკოსზე, რომელსაც ქართველი ქალი უყვარდება. რომელიც ასევე რეალობაა. და კიდევ არის ერთ-ერთი მთავარი გმირი, რომელსაც ყველა იცნობდით და რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის. მის მიერ 2015 წელს მონათხრობი ამბები შოკისმომგვრელია. მე ამაზე საუბრის უფლება არ მქონდა... გავიდა დრო, ახლა მივხვდი, რომ შემიძლია, ყველაფერზე ღიად ვისაუბრო.
აქვე მინდა აღვნიშნო: ჩვენ ვიცით, რომ სერიოზული ლაბორატორიების თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სამსახურში მიმდინარე მოვლენები მის კედლებს გარეთ გაიტანონ. მერწმუნეთ, ამ ლაბორატორიებში იმგვარი რაღაცები ხდება, რომ ჩვენ არც კი დაგვესიზმრება, გარდა იმისა, რომ ორი გენმოდიფიცირებული გოგონა არსებობს, რომელიც ჩინეთში შექმნეს. ეს ინფორმაცია მე 4 წლის წინ მქონდა და ახლა ალბათ, ასეთი ადამიანების ჯარი ჰყავთ, რომელიც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს.

ქალბატონო ლალი, რას მიიღებს მკითხველი ამ რომანიდან? რეალურად, მიიღებს თუ არა ის პასუხს კითხვაზე, რატომ დაიწყო მსოფლიოში მთელი ეს პროცესები?
პირველ რიგში, მკითხველი მიხვდება, რამხელა ალგირითმულ აფიორასთან გვაქვს საქმე; რეალურად ჩვენ რა პატარები ვართ რუკაზე და სად წყდება მსოფლიოს ამბები. მკითხველი შეიარაღებული იქნება იმ მხრივ, რომ ნათლად დაინახავს, ჩვენნაირი პატარა ქვეყანა რამხელა რისკის ქვეშ არის და როგორ უნდა დაიცვას თავი ამ რისკისგან.

პირდაპირ ვამბობ, რომ როგორც უნდა გავჯიუტდეთ, ჩვენ მოგვიწევს დაბრუნება სოფლებში, რეგიონებში, იმიტომ, რომ დღეს, სამწუხაროდ, მივიღებთ სამოქალაქო ომის მსგავს დაძაბულობას; იმიტომ, რომ მშიერ ხალხს აღარ აინტერესებს არც კორონავირუსი და არც პოლიტიკა.
როგორც ჩემს წიგნშია აღწერილი, კორონავირუსი არის უბრალოდ გათამაშებული იარაღი, რომელმაც ყველაზე მაგრად ისროლა. რეალურად, ბუზისგან სპილოა დახატული იმისთვის, რომ ქვეყნები დეფოლტის წინ აღმოჩნდნენ. ჩვენც აღმოვჩნდებით ამის წინაშე. საქართველოში ბოლოს გასაყიდი არაფერი არ იქნება. ცარიელჯიბიანი ხალხი კი მიდის ყველაფერზე.

როდემდე ჩავიკეტებით, ვთქვათ, გაჯიუტდა დამკვეთი და დროში გაწელა ეს ტრაგედია, რას ვაჭმევთ შვილებს? საიდან შემოგვაქვს პროდუქტი? როგორ ვუმკლავდებით უსახსროდ დარჩენილ მილიონზე მეტ დაბრუნებულ ემიგრანტს?
კარგია კარანტინი ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, მაგრამ რეალობა სულ სხვაა... მწარე და მშიერი. ადამიანებს არ ექნებათ ყოველდღიური საკვები და წამალი.
ამასობაში პოლიტიკურად გააქტიურდება ის ძალა, რომელიც დიდი ხანია ოცნებობს რევანშზე. სავარაუდოდ, არჩევნები გადაიდება, მაგრამ პოლიტიკური რყევები და ეკონომიკური კრახი გარდაუვალია. ძნელია გამოსავალზე საუბარი ისეთ არაორგანიზებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. სხვა შემთხვევაში ჩვენ ავირჩევდით შვედეთის და იაპონიის მოდელს და არ გავაჩერებდით წარმოებას. მაგალითად, იაპონია ხელმძღვანელობს პრინციპით: „არ მკითხო, არ მითხრა“. მათ კულტურაში ისედაც დევს ჰიგიენის მაღალი სტანდარტები. სხვა შემთხვევაში ვერ გადაიტანდნენ ქიროსიმას და ნაგასაკს. სამწუხაროდ, ჩვენი მტლაშა-მტლუში, გრიპიანების ქუჩასა და სამსახურებში სიარული - დამღუპველია. ამიტომაც ვართ ტერარიუმში გამოკეტილი გველებივით, რომლებმაც მალე კანი უნდა შეიცვალონ.
კარგი და დადებითი ტენდენციაც გამოიკვეთა: არასაჭირო, დრომოჭმული ენჯეოები, რომლებიც ხალხის ტვინის გამორეცხვით იყვნენ დაკავებულნი, წარსულს ჩაბარდნენ, ჩვენ კი უნდა დავფიქრდეთ, როგორ დავუბრუნდეთ სოფლებს და გავიხსენოთ, რომ საქართველო აგრარული ქვეყანაა.

წიგნის გამოწერა შესაძლებელია ვებგვერდიდან: biblusi.ge
შეძენა შეგიძლიათ, ასევე, შემდეგ მაღაზიათა ქსელებში:
ნიკორა (დიდ ფილიალებში);
მაგნიტი (დიდ ფილიალებში);
ფრესკო (ყველა ფილიალში).


FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93