სიახლე

"ნიუ-იორკში წარმოუდგენლად მძიმე სიტუაციაა..." - რას ჰყვებიან ქართველი ემიგრანტები, რომლებიც ჰოსპიტლებში მოხალისეებად მუშაობენ

"ნიუ-იორკში წარმოუდგენლად მძიმე სიტუაციაა..." - რას ჰყვებიან ქართველი ემიგრანტები, რომლებიც ჰოსპიტლებში მოხალისეებად მუშაობენ
ბოლო დღე­ებ­ში ამე­რი­კამ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბით მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა ქვე­ყა­ნას გა­ას­წრო. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, აშშ-ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 165 000-მდე ადა­მი­ა­ნი, გარ­და­იც­ვა­ლა 3000-ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი.

ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მხრივ, ყვე­ლა­ზე მძი­მე ვი­თა­რე­ბა ნიუ-იორკშია. იქ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მცი­რე­დი იმე­დი გა­ა­ჩი­ნა 1000-სა­წო­ლი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო გე­მის შეს­ვლამ, რად­გან ის ნიუ-იორ­კის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ექი­მე­ბის­თვის ერ­თგვა­რი შე­ღა­ვა­თი იქ­ნე­ბა.

გემი-ჰოს­პი­ტ­ლე­ბი ნიუ-იორ­კი­სა და ლოს-ან­ჯე­ლე­სის სა­ნა­პი­რო­ებ­თან დგას. ლადო წი­თაშ­ვი­ლი, ნიუ-იორკში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, რომ გემი-ჰოს­პი­ტ­ლის სა­ნა­ხა­ვად სა­ნა­პი­რო­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა:


"სა­მე­დი­ცი­ნო გემი
რომ შე­მო­ვი­და, უამ­რა­ვი ხალ­ხი მოვგროვ­დით გარ­შე­მო - ამ გა­დაღ­ლი­ლი და გა­წა­მე­ბუ­ლი ხალ­ხის­თვის ერ­თგვა­რი შვე­ბა და იმე­დი იყო მისი და­ნახ­ვა... გემს ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ლე­გა­ცია დახ­ვდა და თქვეს, რომ მათ შო­რის იყო პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პიც.


ვი­თა­რე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად მძიმ­დე­ბა, თუმ­ცა, რა­ხან ძა­ლი­ან ჭრე­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, თა­ვისი ცხოვ­რე­ბის წე­სით, მრწამ­სით და წარ­მო­შო­ბით, მათი მარ­თვა და კონ­ტრო­ლი ად­ვი­ლი არ არის. ამი­ტომ, თუ ერთი ქუჩა ცა­რი­ე­ლია, მე­ო­რე შე­იძ­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­ნაგ­რძობ­დეს ცხოვ­რე­ბას, თუმ­ცა კაფე-ბა­რე­ბი და მსგავ­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ყველ­გან და­კე­ტი­ლია.

ზო­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი და­დის ქუ­ჩა­ში. ამი­ტომ აპი­რე­ბენ, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი გა­ამ­კაც­რონ. მო­ხა­ლი­სე­ე­ბიც გა­მოჩნ­დნენ, რომ­ლე­ბიც ყვე­ლას მო­უ­წო­დე­ბენ, დარ­ჩნენ სახ­ლში - ეს არ არის თა­მა­ში, არც რა­ი­მე შოუს ნა­წი­ლი, უბ­რა­ლოდ დარ­ჩით სახ­ლში, თქვე­ნი­ვე კე­თილ­დღე­ო­ბის­თვი­სო... ზოგი მად­ლო­ბას უხ­დის გაფრ­თხი­ლე­ბის­თვის, ზოგი აგ­რე­სი­უ­ლად პა­სუ­ხობს მათ.

- რა ხდე­ბა ნიუ-იორკში, ხალ­ხი პა­ნი­კა­შია?

- დიახ, პა­ნი­კა­შია, თუმ­ცა, ცდი­ლო­ბენ, ვი­თა­რე­ბას მო­ერ­გონ... ჩემი ექი­მი მე­გობ­რე­ბი მო­ხა­ლი­სე­ე­ბად მუ­შა­ო­ბენ კა­რან­ტი­ნებ­ში, ასე­ვე, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფებს ეხ­მა­რე­ბი­ან და მათ­გან ვიცი, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, ნიუ-იორკში შე­საძ­ლოა, უფრო რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყოს, ვიდ­რე სტა­ტის­ტი­კა აჩ­ვე­ნებს. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93