სიახლე

ამერიკული გამოცემა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულს უწოდებს კორონავირუსთან ბრძოლაში - რას წერს Foreign Policy

ამერიკული გამოცემა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულს უწოდებს კორონავირუსთან ბრძოლაში - რას წერს Foreign Policy
ტა­ი­ვა­ნის, კა­ნა­დის, სამ­ხრეთ კო­რე­ის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ის­ლან­დი­ის მა­გა­ლი­თე­ბი ცხად­ყო­ფს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­ჩე­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში, რო­მელ­საც ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა Foreign Policy აქ­ვეყ­ნებს.

სტა­ტი­ა­ში, სა­დაც სა­უ­ბა­რია იმ ქვეყ­ნებ­ზე, რომ­ლებ­მაც წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა­ში, ავ­ტო­რი ხაზს უს­ვამს სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გა­დად­გმუ­ლი დრო­უ­ლი სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას.


"მი­უ­ხე­და­ვად მცი­რე ზო­მის და რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ეკო­ნო­მი­კი­სა, სა­ქარ­თვე­ლომ სე­რი­ო­ზუ­ლი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა თე­ბერ­ვლის ბო­ლო­დან­ვე და­ი­წყო. მათ შო­რის, და­ი­ხუ­რა სკო­ლე­ბი და ჩა­ტარ­და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ტეს­ტე­ბი“, - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი და ხაზს უს­ვამს,
რომ სა­ქარ­თვე­ლოს ამ დრომ­დე კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტი არ ჰყავს.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 26 თე­ბერ­ვალს და­ფიქ­სირ­და. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის 134 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, აქე­დან 26 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და. სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერ­თია იმ ქვეყ­ნებს შო­რის, სა­დაც ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

წყარო: ambebi.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93