2019 წლის გამოკვლევების მიხედვით, ჩვენ ტელეფონს დღეში საშუალოდ 2617-ჯერ ვეხებით. ასე რომ, მათი გაწმენდა ისეთივე სიხშირითაა საჭირო, როგორც ხელების დაბანა.
ბევრმა მწარმოებელმა, მათ შორის, Apple-მაც, COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაავრცელა.
Apple გირჩევთ:
- გამოიყენეთ რბილი ნაჭერი;
- არ გაწმინდოთ ძალიან ძლიერად;
- გამორთეთ კვების წყაროდან;
- სითხე არ მოხვდეს ჩაღრმავებებში;
- მოერიდეთ აეროზოლ-სპრეის;
- ნუ დაასხამთ ანტისეპტიკს ტელეფონს, ის ნაჭერს დაასხით.
Apple-ი გირჩევთ, გამოიყენოთ 70%-იანი სპირტით გაჟღენთილი ან ანტიბაქტერიული ხელსახოცი.
ტელეფონი გაწმინდეთ დღეში ერთხელ და სახლში შესვლისთანავე.
იხილეთ: რომელ ადგილებს უნდა გაუკეთოთ დეზინფექცია პირველ რიგში