სიახლე

ათასობით ჩინელი ტურისტულ ადგილებს მიაწყდა - ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ ქვეყანას ინფიცირების ახალი ტალღა გადაუვლის

ათასობით ჩინელი ტურისტულ ადგილებს მიაწყდა - ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ ქვეყანას ინფიცირების ახალი ტალღა გადაუვლის
გა­სულ შა­ბათ-კვი­რას ჩი­ნე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქში ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებს ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მი­ა­წყდა, მი­უ­ხე­და­ვად ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბი­სა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხე ქვე­ყა­ნა­ში ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ CNN წერს.

გა­მო­ცე­მა გა­სულ შა­ბათს, 4 აპ­რილს ხუ­ან­შა­ნის პარკში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­საც აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ჩანს, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია ერ­თმა­ნე­თის გვერ­დიგ­ვერდ შეკ­რე­ბი­ლი. რო­გორც ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, ბევ­რი მათ­გა­ნი პირ­ბა­დეს ატა­რებს, ზოგი კი პირ­ბა­დის გა­რე­შეა. ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო შე­მო­ღე­ბუ­ლი მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შემ­დეგ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ერ­თად გარე სივ­რცე­ში შე­იკ­რი­ბა.





ამავდრო­უ­ლად, რო­გორც CNN წერს,
შან­ხა­ი­ში გა­იხ­სნა ბევ­რი რეს­ტო­რა­ნი და მა­ღა­ზია და ასეთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­საც ბევ­რი სტუ­მა­რი ჰყავ­და.

მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი იყო დე­და­ქა­ლაქ პე­კინ­შიც, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სკვე­რებ­სა და ბა­ღებ­ში გა­მო­ვიდ­ნენ და ქუ­ჩებ­ში სე­ირ­ნობ­დნენ. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93