გასულ შაბათ-კვირას ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში ტურისტულ ადგილებს ათასობით ადამიანი მიაწყდა, მიუხედავად ჯანდაცვის ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებისა, რომ კორონავირუსის საფრთხე ქვეყანაში ისევ აქტუალურია. აღნიშნულის შესახებ CNN წერს.
გამოცემა გასულ შაბათს, 4 აპრილს ხუანშანის პარკში გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ უამრავი ადამიანია ერთმანეთის გვერდიგვერდ შეკრებილი. როგორც ფოტოებზე ჩანს, ბევრი მათგანი პირბადეს ატარებს, ზოგი კი პირბადის გარეშეა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კორონავირუსის გამო შემოღებული მკაცრი რეგულაციების შემდეგ ამდენი ადამიანი ერთად გარე სივრცეში შეიკრიბა.
ამავდროულად, როგორც CNN წერს, შანხაიში გაიხსნა ბევრი რესტორანი და მაღაზია და ასეთ დაწესებულებებსაც ბევრი სტუმარი ჰყავდა.
მსგავსი ფაქტები იყო დედაქალაქ პეკინშიც, სადაც ადგილობრივები სკვერებსა და ბაღებში გამოვიდნენ და ქუჩებში სეირნობდნენ. გაგრძელება