კორონავირუსმა მთლიანად შეცვალა არამარტო მსოფლიოს ჩვეული ცხოვრების რეჟიმი არამედ სამუშაო ბაზარიც. ბევრი კომპანია გადავიდა დისტანციურ სამსახურზე და ონლაინ-პლატფორმების ადაპტირებაზე. სერვისებზე სამსახურის ძიების კუთხით უკვე ანალიზი მოახდინეს, რა პროფესიებზე გაიზარდა მოთხოვნა დამსაქმებლის მხრიდან სინამდვილეში?
სამედიცინო პერსონალი
- ამ პროფესიის ადამიანები ეპიდემიის პერიოდში ოქროს უტოლდებიან. სამედიცინო დაწესებულებები და კლინიკები სავსეა ინფიცირებული პაციენტებით. დასახმარებლად კი სამედიცინო პერსონალი სტუდენტებსაც მიმართავს, რომლებსაც ჯერ კიდევ სწავლა არ დაუსრულებიათ. ისინი საკუთარ თავზე იღებენ მონაწილე სპეციალისტების სამუშაოს ნაწილს. რა თქმა უნდა სანამ პაციენტებთან გაუშვებენ, მათ გადამზადებას უზრუნველყოფენ.
კურიერი
- თვითიზოლაციის პირობებში განსაკუთრებული საჭიროების გარეშე არ უნდა დავტოვოთ სახლი, შესაბამისად მიწოდების სერვისზე მოთხოვნა გასამმაგდა. ბევრი კომპანია კურიერებს არა დასაქმების გვერდიდან არამედ პირდაპირ სოციალური ქსელიდან პოულობს. რესტორნებს, მაღაზიებსა და აფთიაქებს გადახდის სერვისიც გამარტივებული აქვთ, ვინაიდან უკონტაქტო გადახდაზე გადაიყვანეს, ასეთი მიწოდება კი ნამდვილად კომფორტული და უსაფრთხოა.
It სპეციალისტი
- ადრეც დიდ დროს ვატარებდით ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ დამეთანხმებით რომ თვითიზოლაციის პერიოდში გაორმაგდა ეს დრო, შესაბამისად ინფორმაციული ტექნოლოგიების თანამშრომლები, როგორებიც არიან პროგრამისტები, სისტემური ანალიტიკოსები, სისტემური ადმინისტრატორები, ციფრულ სფეროში ამ დროს განსაკუთრებით საჭირო ადამიანები არიან.
რეპეტიტორი
- თვითიზოლაცია - მშვენიერი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც დიდი ხანია ცდილობს უცხო ენის შესწავლას და ვერ ახერხებს თავისი უნარების პროფესიონალურ დონეზე გაუმჯობესებას. ონლაინ-სწავლება თანდათანობით პოპულარული ხდება და მას თავისი პლიუსები აქვს: შესაძლებელია ისწავლო ნებისმიერ დროს მონიტორის ეკრანიდან რაც მთავარია უსაფრთხოდ. ბევრი პროფესიონალი სინჯავს საკუთარ ძალებს სწავლების ახალ მეთოდზე.
წყარო: cosmo