მაშინ, როდესაც მრავალი ქვეყნის საავადმყოფოები მუშაობენ შესაძლებლობების ზღვარზე, ხოლო ეპიდემიოლოგები ყურადღებით აკვირდებიან ვირუსის გავრცელებას, ავსტრიის მაგალითმა შესაძლებელია ბევრ კითხვას გასცეს პასუხი. საფრანგეთი, ბელგია, ფინეთი და ესპანეთი უკვე ფიქრობენ იზოლაციიდან გამოსვლის გეგმაზე, მაგრამ ექსპერტები მათ ეპიდემიის მეორე ტალღის შესახებ აფრთხილებენ.
ყველას აინტერესებს, როდის შეძლებს სახლიდან თავისუფლად გასვლას, ოფისში დაბრუნებას, სეირნობას, მეგობრებთან შეხვედრას, დასასვენებლად სხვა ქვეყანაში წასვლას.
უჰანში შეზღუდვები 2 თვის შემდეგ მოხსნეს. რამდენად იქნება შესაძლებელი სხვაგან ამის გაკეთება? Covid-19-ის ეპიცენტრ უჰანში საგანგებო ღონისძიებებს 23 იანვრიდან მიმართეს, მიუხედავად იმისა, რომ დასნებოვნების პირველი შემთხვევები 2019 წლის ბოლოდან იყო დიაგნოსტირებული. მხოლოდ 2 თვის შემდეგ, 25 მარტს შეამსუბუქეს ჰუბეის პროვინციაში საკარანტინო ღონისძიებები: გაიხსნა გზები, საკვანძო საწარმოები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები.
- 7 აპრილი პირველი დღე იყო, როდესაც ჩინეთში არ დაფიქსირებულა კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა. ამ დღეს ქვეყანაში დარეგისტრირებული იყო დასნებოვნების 32 ახალი შემთხვევა. ყველა მთაგანი იყო იმპორტირებული. ამასთან, ჰუბეიში არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სხვა ქვეყნებიც შეძლებენ ორ თვეში ჩვეული ცხოვრების წესის დაბრუნებას?
- დასავლეთის ექსპერტები ეჭვქვეშ აყენებენ ჩინეთის მონაცემების სარწმუნოებას. კვლევებმა აჩვენეს, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში აღინიშნებოდა სერიოზული უზუსტობები. უჰანის ხელისუფლება დიდი ხანი შეგნებულად მალავდა საშიში დაავადების აფეთქებას. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვიც, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალურად აცხადებდნენ.
თვითიზოლაციიდან გამოსვლის ძიების ყველაზე გასაგები და ჩამოყალიბებული სტრატეგია წარმოადგინეს ამერიკელმა ექსპერტებმა.
ნაბიჯი 1. ვირუსის გავრცელების შეჩერება
სწორედ ამ სტადიაზე იმყოფება დღეს ქვეყნების უმრავლესობა, რომელთაც შეეხოთ კორონავირუსის პანდემია. ამ ნაბიჯის წარმატებით შესასრულებლად იკეტება სკოლები და უნივერსიტეტები, სავაჭრო ცენტრები, სპორტული დარბაზები, თანამშრომლები გადაჰყავთ დისტანციურ სამუშაოზე, ხოლო ადამიანებს სთხოვენ სოციალური დისტანციის დაცვას. განაგრძეთ კითხვა