ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით მორეცხვა ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა, ბევრი მიმართავს ამ ზომებს. ჩვენ დეტალურად გვაქვს გავლილი, თუ რა საშუალებებით მიმდინარეობს მორეცხვა. შედგენილია გრაფიკი და ჯერადობა, თუ რამდენ ხანში ერთხელ რა მასალით მოირეცხება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არანაირ რისკს ჯანმრთელობასთან მიმართებით არ შეიცავს"- თქვა მინისტრმა.
წყარო: mkurnali.ge