გუშინ თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე ქალი ბრმა ტყვიას ემსხვერპლა.
შემთხვევა ვაჟა-ფშაველაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ქალი ოჯახთან ერთად საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეშვიდე სართულზე იმყოფებოდა, რა დროსაც ბრმა ტყვია თავის არეში მოხვდა. შემთხვევის დროს სახლში მისი მეუღლე, შვილი და დედა იმყოფებოდნენ. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გასროლა, სავარაუდოდ, "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტიდან მოხდა.
თიკა მახალდიანი
როგორც ირკვევა, დაღუპული ქალი მომღერალ თიკა მახალდიანის დედა, თამუნა ანთელავაა. ამის შესახებ "ფეისბუქზე" ვრცელდება ინფორმაცია, წერენ თიკას მეგობრები და კოლეგებიც. განაგრძეთ კითხვა