როგორ გადავარჩინოთ ძველი, გაყვითლებული ბალიშები - Marao

როგორ გადავარჩინოთ ძველი, გაყვითლებული ბალიშები

2020-04-20 14:25:03+04:00


ყვითელი ლაქები და არასასიამოვნო სუნი სულაც არ არის ბალიშის თავიდან მოცილების მიზეზი. ერთ დღესაც საბნის და ბალიშის პირების გამოცვლისას შესაძლოა აღმოაჩინოთ ყვითელი ლაქები ბალიშზე. არ შეგეშინდეთ, დროთა განმავლობაში ბალიში ყვითლდება, თუმცა ეს თქვენს ჯანმრთელობას რაიმე დაავადებით ნამდვილად არ ემუქრება. ბალიში იმიტომ ყვითლდება, რომ ძილის დროს ადამიანი ოფლს გამოყოფს, ხოლო კანი თავის ცხიმს, რაც ბალიშზე გადადის.

როგორ მოვიქცეთ მსგავსი პრობლემის თავიდან ასარიდებლად?

How to Arrange Euro Shams | Bed pillows, Bed pillow arrangement ...

როგორ გავათეთროთ ძველი გაყვითლებული ბალიშები?

დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა სარეცხი ფხვნილი
  • 1 ჭიქა ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფხვნილის საშუალება
  • 1 ჭიქა გამათეთრებელი
  • 1 ბურთულა ბორმჟავა
If You're A Side Sleeper, This Pillow Will Change Your Life

მანამ, სანამ შეუდგებით რამეს, დააკვირდით ბალიშის ზედაპირზე იარლიყს. დარწმუნდი,თ რომ ბალიშის გარეცხვა დაშვებულია. უმეტესობა ბამბის და სინთეტიკის ბალიშის რეცხვა დასაშვებია.

The Best Pillows - Reviews.com

№1 ჩაალბეთ ბალიში ცხელ წყალში

  • იმისათვის, რომ გამწმენდმა საშუალებებმა უკეთ იმუშაოს, ბალიში საგულდაგულოდ უნდა დასველდეს. ადუღებულ წყალში შეურიეთ სარეცხი საშუალება, ბორმჟავა და ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფხვნილი. როცა გაიხსნება სარეცხი საშუალებები, შემდეგ ჩაალბეთ ბალიში და დატოვეთ 30 წუთით. 15 წუთის შემდეგ შეგიძლიათ ბალიში კარგად შეანჯღრიოთ წყალში, იმისათვის, რომ კარგად გადანაწილდეს ფხვნილი ბალიშის ზედაპირზე.

Pillow | Dullopillow.com

№ 2 გარეცხეთ სარეცხის მანქანაში

  • ჩალბობის შემდეგ ბალიში მოათავსეთ სარეცხის მანქანაში. სასურველია, გავლების პროგრამაც გამოიყენოთ ბოლოში.

How Often Should You Wash Your Pillow? | HowStuffWorks

№ 3 გააშრეთ

  • საბოლოოდ მხოლოდ გაშრობა რჩება. მოათავსეთ ბალიში აივანზე, საშრობზე და აცადეთ კარგად გაშრობა.
Standard/Queen Foam Micro-Cushion Pillow With Copper Embedded ...

ნამდვილად არ გაფუჭდება ბამბის ბალიში?

  • თუკი სწორად მიყვებით ინსტრუქციას, ნამდვილად ყველაფერი გამოვა. ერთადერთი სირთულე გაშრობის პროცესია. პერიოდულად ხელით კარგად უნდა დაბერტყოთ იმისათვის, რომ არ შეიქმნას პატარა კოლტები ბალიშში. წინააღმდეგ შემთხვევაში ბუმბული ცუდად გაშრება და სუნი ექნება. ბალიშის ასე დამუშავება რეკომენდებულია სეზონურად.

Pillow Buying Guide: Best Pillows To Buy | The White Company UK

წყარო: goodhouse