ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი 5 შვილის დედის, 34 წლის ცირა ალიხანაშვილის მეუღლე მამუკა ნაჭყებია სამტრედიაში, საკუთარ სახლში პირველად ჩავიდა შვილებთან და ახლობლებთან შესახვედრად.
მამაკაცი იქამდე 14-დღიან კარანტინში იმყოფებოდა კახეთში, რადგან ესპანეთიდან სპეციალური რეისით დაბრუნდა საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად და სავალდებულო კარანტინიც გაიარა.
უდედოდ დაბრუნებული მამისა და შვილების შეხვედრა უმძიმესი და ემოციური სანახავია. ცირა ალიხანაშვილისა და მამუკა ნაჭყებიას უფროსი შვილი 15 წლამდე ასაკისაა, უმცროსი კი - ორ წლამდე:
"დაბრუნდა... საყვარელი ადამიანის გარეშე დაბრუნდა... დაბრუნდა შვილებთან ორმაგი პასუხისმგებლობით... ერთად წავიდნენ იმედით და მარტო დაბრუნდა ტკივილით სავსე. კაცები "არ ტირიანო", მაგრამ ტყუილია! ტირიან, როდესაც უყვართ! ტირიან, როდესაც საყვარელ ადამიანს კარგავენ... შვილებს თვალებს რომ ვერ უსწორებს, ეს ის მომენტია..." - წერს გარდაცვლილის მული ხათო ნაჭყებია, რომელმაც მამისა და შვილების ემოციური შეხვედრის კადრები გაავრცელა.
გაგრძელება + ვიდეო