ჰოლანდიაში მცხოვრები, კორონავირუსით ინფიცირებული გოგონა "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და დაავადების სიმპტომებს აღწერს, რომლებიც თავად გამოსცადა:
"ამას განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის ვწერ, ვისაც ჰგონიათ, რომ კორონა და გაციება, ან გრიპი ერთი და იგივეა; ვისაც ჰგონია, ახალგაზრდაა და რა უჭირს; ვინც საერთოდ ფიქრობს, რომ ეს ვირუსი რაღაც მითია და რეალურად მას არ შეეხება. მე 31 წლის ვარ, ვმუშაობ სასტუმროს რესეპშენში (მიმღებში). ყოველდღიური შეხება მაქვს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან. ვიცავდი, როგორც იყო მიღებული, ყველა წესს, დისტანციას, ვიბანდი ხელებს ხშირად, ვატარებდი პირბადესაც და ხელთათმანსაც, სადაც თავს განსაკუთრებით დაუცველად ვგრძნობდი. სახლში მოსვლისას ჯერ ტანსაცმელს ვიცვლიდი, ვიბანდი კიდეც და შემდეგ შევდიოდი ოჯახის წევრებთან.
ერთხელაც სამსახურში მივედი. ძალიან მციოდა. დილის 7 სააათზე ვიწყებ და 5-ზე უკვე ვიღვიძებ. მეგონა, ვერ გამოვიძინე და ამიტომ ვიყავი ასე მოყინული. 10 საათზე შეტევა დამეწყო. თითქოს წყალი გადამცდა და ვეღარ მოვითქვი სული, ვიხრჩობოდი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. სიმწრისაგან ცრემლებს ვყრიდი, ამიტყდა კანკალი. გულში თითქოს დანა ჩამარტყეს, ისეთი სპაზმი მქონდა, ვერ ვიმართებოდი. 20 წუთში დავწყნარდი და 5 წუთის მერე იგივე უფრო დიდი ხნით გამიმეორდა. ხველებით ყველა კუნთი დამეჭიმა და უსაშველოდ მტკიოდა, თოთქოს კიდურებს მიქაჩავენ სხვადასხვა მხარეს. მოვაღწიე სახლში. სიცხე, კანკალი, ხველება, ტკივილი ყელში, მუცელში, ზურგში. ფილტვები ისე მტკიოდა, მეგონა, დამისივდა და ვგრძნობდი, როგორ ამომებურცა ზურგში. ერთდროულად სხეულის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვანაირად მტკიოდა.
ზოგან მეწვოდა, ზოგან მიჭერდა, ზოგან მსერავდა, ზოგან ლოდები მელაგა. თვალებს ვერ ვახელდი, ქუთათურები ისეთი მძიმე იყო. თავში თითქოს ქვიშა ჩამიყარეს, მაგიჟებდა ამ ქვიშის ხრაშუნი. ყურიდან ყურში ცივი "სინა" მქონდა გაყრილი და ხან ჩქარა და ხან ძაან ნელა ქაჩავდა აქეთ-იქით მხარეს რაღაცა. თავი ისე მტკიოდა, მინდოდა, ჩემი ხელით გამეჭყლიტა. ენერგია 0. არაფერი შემეძლო. სუნთქვაც კი. გაგრძელება