ვინ მიიღებს 600-ლარიან დახმარებას სახელმწიფოსგან - Marao

ვინ მიიღებს 600-ლარიან დახმარებას სახელმწიფოსგან

2020-04-25 12:56:59+04:00


ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფოსგან 600-ლარიან დახმარებას სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები მიიღებენ. ამის შესახებ კანცელარიაში გიორგი გახარიამ ისაუბრა.

6 თვის განმავლობაში 600 ლარიანი დახმარებით ისარგებლებენ:

ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა

აღნიშნული დახმარებით სარგებლობას შეძლებს დაახლოებით 70 000 ოჯახი, ანუ 190 000-მდე მოქალაქე. საერთო ჯამში დახმარებისთვის დაიხარჯება 45 მილიონი ლარი.

ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგი ქულა 0-დან 100 000-მდეა და ჰყავთ სამი და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი

აღნიშნული დახმარებით ისარგებლებს 21 000 ოჯახი, დაახლოებით 130 000 მოქალაქე და დახმარების საერთო თანხა იქნება 13 მილიონი ლარი.

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და შშმ ბავშვები

აღნიშნული დახმარებით სარგებლობას შეძლებს დაახლოებით 40 000 მოქალაქე, დახმარების საერთო რაოდენობა 25 მილიონი ლარი იქნება.

წყარო: ambebi.ge