სიახლე

კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, 2 წელიწადში დასრულდება - მინესოტას უნივერსიტეტის კვლევა

კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, 2 წელიწადში დასრულდება - მინესოტას უნივერსიტეტის კვლევა
ო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია, სა­ვა­რა­უ­დოდ, ორ წე­ლი­წად­ში დას­რულ­დე­ბა და ის იქ­ნე­ბა მა­ნამ­დე, სა­ნამ მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ორ მე­სა­მედს იმუ­ნი­ტე­ტი არ ექ­ნე­ბა - ამის შე­სა­ხებ მი­ნე­სო­ტას უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ერ­თა მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის დას­კვნა­ში წე­რია, რო­მელ­საც Bloomberg.com აქ­ვეყ­ნებს.

იმის გამო, რომ ვირუსს აქვს უნა­რი გავ­რცელ­დეს ისე­თი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის­გან, რო­მელ­საც სიმპტო­მე­ბი არ აქვს, ვირუ­სის გა­კონ­ტრო­ლე­ბა უფრო რთუ­ლია და უკა­ნას­კნე­ლი პან­დე­მი­ე­ბის ის­ტო­რი­ა­ში შე­საძ­ლოა, ეს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი შემ­თხვე­ვა იყოს, ნათ­ქვა­მია მი­ნე­სო­ტას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის კვლე­ვი­სა და პო­ლი­ტი­კის ცენ­ტრის კვლე­ვის დას­კვნა­ში.


კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ
მას შემ­დეგ, რაც სოფ­ლი­ო­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი სახ­ლში დარ­ჩა და ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი მთავ­რო­ბებ­მა შე­ა­ფერ­ხეს, თან­და­თან ბიზ­ნე­სებს და სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს გახ­სნის ნე­ბას რთა­ვენ. მაგ­რამ ჯერ კი­დევ შე­იძ­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის ტალ­ღებ­მა 2022 წლამ­დე გა­და­უ­ა­როს მსოფ­ლი­ოს.

"პან­დე­მია მალე არ დას­რულ­დე­ბა და ადა­მი­ა­ნებს სჭირ­დე­ბათ მომ­ზა­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბის ხე­ლა­ხა­ლი აფეთ­ქე­ბე­ბის­თვის მომ­დევ­ნო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში“, - ნათ­ქვა­მია კვლე­ვის დას­კვნა­ში.

გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93