ორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, ორ წელიწადში დასრულდება და ის იქნება მანამდე, სანამ მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ორ მესამედს იმუნიტეტი არ ექნება - ამის შესახებ მინესოტას უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის დასკვნაში წერია, რომელსაც Bloomberg.com აქვეყნებს.
იმის გამო, რომ ვირუსს აქვს უნარი გავრცელდეს ისეთი ინფიცირებულისგან, რომელსაც სიმპტომები არ აქვს, ვირუსის გაკონტროლება უფრო რთულია და უკანასკნელი პანდემიების ისტორიაში შესაძლოა, ეს ყველაზე რთული შემთხვევა იყოს, ნათქვამია მინესოტას უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების კვლევისა და პოლიტიკის ცენტრის კვლევის დასკვნაში.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც სოფლიოში მილიონობით ადამიანი სახლში დარჩა და ვირუსის გავრცელების რისკი მთავრობებმა შეაფერხეს, თანდათან ბიზნესებს და საჯარო დაწესებულებებს გახსნის ნებას რთავენ. მაგრამ ჯერ კიდევ შეიძლება კორონავირუსის პანდემიის ტალღებმა 2022 წლამდე გადაუაროს მსოფლიოს.
"პანდემია მალე არ დასრულდება და ადამიანებს სჭირდებათ მომზადება დაავადების ხელახალი აფეთქებებისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში“, - ნათქვამია კვლევის დასკვნაში.
გაგრძელება