"ოსკარის" ცერემონიალისთვის განკუთვნილი დარბაზის დახურვა, ოქროს სკივრების გაგზავნა მოსაწვევების ნაცვლად და ჯენიფერ ლოპესის მოწვევა მუსიკალური გაფორმებისთვის - ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირები სწორედ ასეთ ქორწილებს იხდიან.
გასპარ ავდოლიანი და ლოლიტა ოსმანოვა
- უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ყველაზე ძვირად ღირებულ ქორწილად სწორედ ამ წყვილის ქორწილი ითვლება. გასპარი Qiwi-ს აქციონერ ალბერტ ავდოლიანის (Forbes-ში 123-ე ადგილზე) შვილია, ხოლო ლოლიტა - "საერთაშორისო ენერგოკავშირის" ჰოლდინგის თანადამფუძნებლის შვილი. მათი ქორწილი კი ყველაზე მდიდრულ ქორწილად ითვლება. ქორწილში წამყვანად მიწვეული იყო რუსი პოლიტიკოსი და ყოფილი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი, ხოლო ჰედლაინერი ლედი გაგა გახდა. თვითონ ცერემონიალი Dolby Theatre-ში, ჰოლივუდის ბულვარზე გაიმართა. სწორედ ამ ადგილას მიმდინარეობს "ოსკარის" ცერემონიალის დაჯილდოება. საქორწილო მოსაწვევიც ცალკე ყურადღების ცენტრში მოექცა: სტუმრებმა მიიღეს ქეისი ქორწილის ლოგოტიპით, ვიდეომიმართვა "ოსკარის" ქანდაკებით, სათამაშო მონეტების ნაკრები და ოქროს მონეტები ახალდაქორწინებული წყვილის სახელებით.
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე
- ქართველი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილი 2018 წლის ნოემბერში მოდელ ნანუკა გუდავაძეზე დაქორწინდა. წყვილმა ქორწილი Bioli Hall-ში გადაიხადა. ქორწილში გამოყენებული ყვავილების დეკორაციისთვის, პრესაში არსებული ინფორმაციით, ნახევარი მილიონი დაიხარჯა, ხოლო მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ პოლიტიკოსები, დიზაინერები და ცნობადი სახეები.
ვიქტორია სვაროვსკი და ვერნერ მიურცი
- ბრენდ Swarovski-ს დამაარსებლის შვილთაშვილი ვიქტორია სვაროვსკი და გერმანელი ინვესტორი ვერნერ მიურცი იტალიაში 2017 წელს დაქორწინდნენ. პატარძლის კაბა Swarovski-ს ათასობით კრისტალით იყო გაწყობილი და იწონიდა 46 კილოგრამს. ამ სილამაზის ღირებულება მილიონი დოლარი იყო, რვამეტრიანი შლეიფი კი ვიქტორიას ფილიპინელმა დიზაინერმა მაიკლ სინკომ შეუკერა. ქორწილი გაიმართა სასტუმრო Falisia-ში. სტუმრებს მკაცრი დრესკოდის დაცვა მოუწიათ, ქალები წითელში, ხოლო მამაკაცები თეთრებში გამოეწყვნენ. იმაზე, რომ პატარძალი სვაროვსკების ოჯახიდან იყო, ყველა ელემენტი მოწმობდა. რესტორან Maxi’s-ში მაგიდებზე იუველირული კომპოზიციები იდო, ხოლო ვიქტორიამ ქორწილს კრისტალური ღამე შეარქვა.
საიდ გუცერიევი და ხადიჯა უჯახოვა
- 2016 წელს მილიარდერ მიხაილ გუცერიევის ვაჟი დაქორწინდა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტზე, ხადიჯა უჯახოვაზე. ქორწილი რესტორან Safisa-ში გაიმართა. მუსიკალურად ქორწილს აფორმებდნენ ჯენიფერ ლოპესი, სტინგი, პატრისია კაასი და სხვა ცნობილები. ყველა სტუმარმა მოსაწვევის სახით სუფთა ოქროსგან დამზადებული სკივრები მიიღო. სულ ასეთი სამასი სკივრი გაიგზავნა, პატარძლის დიადემა კი 5 მილიონი ევრო დაჯდა.
წყარო: cosmo