მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 252 000-ს გადააჭარბა, დაინფიცირებულია - 3 646 103 და გამოჯანმრთელებულია 1 197 708 ადამიანი.
დაინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ დგას. ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი ნიუ-იორკია, სადაც უამრავი ქართველი იმყოფება.
მათ შორის არიან ნინი არევაძე და მისი მეუღლე უჩა სამადაშვილიც, რომლებიც კორონავირუსით რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირდნენ. როგორც ნინი სოციალურ ქსელში წერს, მის შემთხვევაში ვირუსის სიმპტომები ძალიან მსუბუქი იყო, ხოლო მეუღლესთან COVID-19 თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.
ამჟამად ორივე ტესტის საბოლოო პასუხს ელოდება, რათა დარწმუნდნენ, რომ ვირუსი დაამარცხეს.
"გამოცდილებას ვაზიარებ ერთი მიზნისთვის, იქნებ ვინმეს დაეხმაროს მარტივად, უნევროზოდ გადატანაში ან უბრალოდ მშვიდად ყოფნაში. ძალიან მწირი ინფორმაციაა მსუბუქსიმპტომიან და გამოჯანმრთელებულ პაციენტებზე (როგორებიც ძალიან, ძალიან ბევრია). ხალხი მალავს, ეშინიათ. რატომ ასოცირდება კორონიანი კეთროვანთან, არ ვიცი. ალბათ, ინფორმაციის ნაკლებობის ამბავია.
მოკლედ, ჩემი ჯერმოფობობის, კიდევ უფრო გაძლიერებული დეზინფექცირებებისა და სახლში დარჩენის მიუხედავად, მაინც გადაგვედო ვირუსი! ნუ, რაღაც კლასტერებზე ეჭვი გვაქვს :დ (ძალიან გავრცელებულია, მოგეხსენებათ, აქ, ნიუ-იორკში).
ჯამში 16-18 დღე გაგრძელდა სიმპტომები:
1 დღე - დამეწყო მსუბუქი ყელის ტკივილი და დამემატა კუნთების დაღლილობა /ტკივილი, ზოგადი სისუსტე. დავკარგე სუნის შეგრძნება სრულიად (რამაც მე-16 დღიდან დაიწყო ნელნელა აღდგენა - და ამ ვირუსის გავრცელებული მახასიათებელია გემოს დაკარგვასთან ერთად).
2 დღე - იგივენაირად სუსტად, უენერგიოდ, სულ ოფლს მასხამდა დღეც, ღამეც. ოდნავ ცხვირის გაჭედვა/სიმშრალე. ძირითადად ვიწექი!
3 დღიდან - 5/6დღის ჩათვლით, როგორც ვირუსის კრიტიკული ფაზა, დამემატა: 1. გულ-მკერდის არეში დაჭიმულობა (pressure in the chest), 2. გულის და პულსაციის აჩქარება ოდნავ გავლაზეც კი. მაგ: ნორმალურად რომ მქონდა 60-65 პულსი, ამდიოდა 80-90-100-ზეც. სპორტსაათზე ვაკვირდებოდი, რასაც თან სდევდა 3. სუნთქვის გაძნელება (shortness of breath) თუმცა შედარებით მსუბუქ ფორმებში, მაგ: საუბრის დროს ღრმად ჩასუნთქვები მჭირდებოდა ან პერიოდულად, ძირითადად ძილის წინ ან შუაღამეს. გაგრძელება