ფოტომ, რომელიც ცნობილმა მომღერალმა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა, მისი ფანები შოკში ჩააგდო. ის "გრემის" მფლობელი და ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომღერალია, თუმცა მთავარ ფოტოზე მისი ცნობა გაგიჭირდებათ, რადგან სრულიად შეცვლილია.
საუბარია ადელზე, რომლის ხსენებისას ალბათ ყველას ფუმფულა და საყვარელი გოგონა წარმოუდგება თვალწინ, თუმცა, როგორც ფოტოზე ხედავთ, ძველი ადელისგან აღარაფერი დარჩა...
ის 32 წლის გახდა და ახალი ფოტოც "ინსტაგრამზე“ დაბადების დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. მან მადლობა გადაუხადა ყველას დაბადების დღის მილოცვისთვის; ასევე მადლობა უთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძვიან სხვების სიცოცხლის გადასარჩენად. "თქვენ ნამდვილი ანგელოზები ხართ“, - წერს ადელი.
მომღერლის ახალ ფოტოს უამრავი შეფასება მოჰყვა.
"ეს ხუმრობაა?" - წერს ფოტოს კომენტარებში მოდელი კრისი ტეიგანი.
"შესანიშნავად გამოიყურები!"
"დიახ, ეს ჩვენი გოგოა!"
"შენ დღეს უბრალოდ ინტერნეტი დაანგრიე!"
"ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილად ადელია?" - წერენ ფოტოს კომენტარებში.
გაგრძელება