სიახლე

"ისე ცუ­დად გავ­ხდი, მე­გო­ნა, მო­ვი­წამ­ლე" - რას ამბობენ სახიფათო დიეტაზე, რომელსაც ცნობილი სახეები დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ უწევენ პოპულარიზაციას?

"ისე ცუ­დად გავ­ხდი, მე­გო­ნა, მო­ვი­წამ­ლე" - რას ამბობენ სახიფათო დიეტაზე, რომელსაც ცნობილი სახეები დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ უწევენ პოპულარიზაციას?
"წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი თან­ხა შე­მომ­თა­ვა­ზეს... ნუ ჩა­იგ­დებთ თავს საფრ­თხე­ში"

ადა­მი­ა­ნე­ბი ოც­ნე­ბო­ბენ, იყ­ვნენ ლა­მა­ზე­ბი, ჰქონ­დეთ იდე­ა­ლუ­რი ფორ­მე­ბი, ამი­სათ­ვის კი სხვა­დას­ხვა სა­ხის პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ა­სა და დი­ე­ტას მი­მარ­თა­ვენ. წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბად ვარ­ჯი­ში წლებს მო­ი­თხოვს, თუმ­ცა შე­დე­გი ჯან­სა­ღი და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია. აი, დი­ე­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, ფი­ზი­კუ­რად არ იღ­ლე­ბი და შე­დეგ­საც რამ­დე­ნი­მე დღე­ში ხე­დავ, თუმ­ცა, რამ­დე­ნად ჯან­საღს, ეს სა­ეჭ­ვო სა­კი­თხია...

ბოლო დროს "ინ­სტაგ­რამ­ზე" პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის გვერ­დე­ბი გა­მოჩ­ნდა, სა­დაც ჰყვე­ბი­ან, რო­გორ მი­აღ­წი­ეს იდე­ა­ლურ წო­ნას სპე­ცი­ა­ლუ­რი დი­ე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით და ურ­ჩე­ვენ ყვე­ლას, ვი­საც ჭარბ წო­ნას­თან ბრძო­ლა სურს, ამ
დი­ე­ტის დაც­ვას.

პე­რი­ო­დუ­ლად აქ­ვეყ­ნე­ბენ მად­ლი­ე­რი კლი­ენ­ტე­ბის ფო­ტო­ებს, სა­დაც ჩანს, რომ ვი­ღა­ცამ 3 დღე­ში 7 კილო და­იკ­ლო. ტექ­სტიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლია - რო­გორ ხდე­ბი­ან ქორ­წი­ლის­თვის "ენერ­ჯი სმარტ დი­ე­ტის" სა­შუ­ა­ლე­ბით. პრო­დუქ­ცია რუ­სე­თი­დან შე­მო­დის, თუმ­ცა, რო­გორც ქარ­თვე­ლი ინფლუ­ენ­სე­რე­ბი თა­ვი­ანთ ვი­დე­ო­ჩარ­თვებ­ში ამ­ბო­ბენ, ის ფრან­გულ-რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბი­საა.

ალ­ბათ, ყვე­ლა­ფე­რი ასე ბედ­ნი­ე­რად გაგ­რძელ­დე­ბო­და, რომ არა ერთ დღეს და­ხუ­რულ "ფე­ის­ბუქჯგუფ­ში" (GLAM FACTORY) გო­გო­ნას მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტი ამ დი­ე­ტის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და უკ­მა­ყო­ფი­ლო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა.

"დი­ე­ტის და­წყე­ბი­დან პირ­ვე­ლი­ვე დღეს დღე­ში ორ­ჯერ მქონ­და დი­ა­რეა, მე­ო­რე დღეს - 3-ჯერ. მივ­წე­რე, რა­ტომ მქონ­და ასე­თი სა­ში­ნე­ლი დი­ა­რეა და პა­სუ­ხი: "ზუს­ტად ეგ კუ­ჭის აშლა ხელს გი­წყობთ იმა­ში, რომ გახ­დეთ". დღე მე­სა­მე - ისე ცუ­დად და შე­უძ­ლოდ გავ­ხდი, მე­გო­ნა, მო­ვი­წამ­ლე, იმი­ტომ, რომ პირ­ღე­ბი­ნე­ბა მქონ­და და ასე­ვე მწვა­ვე დი­ა­რე­აც. არ და­გა­ვი­წყდეთ, არ ვჭამ­დი არა­ფერს, მხო­ლოდ დღე­ში ერთხელ, ისიც მო­ხარ­შულს.

დედა ექი­მი მყავს ️და მი­თხრა, რომ ეს უკვე ამ პრო­დუქ­ტის და­მასა­ხუ­რე­ბა იყო. მა­ინც არ და­ვუ­ჯე­რე. დღე მე­ხუ­თე - ისე ცუ­დად გავ­ხდი, რომ დამ­ჭირ­და გა­დას­ხმე­ბი, გა­მო­ვი­ფი­ტე მთლი­ა­ნად, შე­მექ­მნა თირკმე­ლებ­ზე პრობ­ლე­მა. მი­თხა­რით, ხალხნო, ადა­მი­ანს დი­ა­რეა რომ გიგ­რძელ­დე­ბა 15-25-40 დღის მან­ძილ­ზე, თან დღე­ში 4-ჯერ, ეს ნორ­მა­ლუ­რია ორ­გა­ნიზ­მის­თვის?" - წერ­და გო­გო­ნა.

მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი­დევ ბევ­რმა ახალ­გაზ­რდა ქალ­მა და­წე­რა, თუმ­ცა, რად­გან პოს­ტე­ბი და­ხუ­რულ ჯგუფ­ში და­ი­დო, მათ ანო­ნი­მუ­რად დავ­ტო­ვებთ: გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93