ტელეწამყვანი მაია ასათიანი, ისევე, როგორც ბევრი ჩვენგანი, უმეტესად დროს სახლში ატარებს.
იმისთვის, რომ ფორმიდან არ ამოვარდეს, სხეულის ტონუსში მოსაყვანად ჯანსაღი კვების წესს მისდევს და ვარჯიშობს. მის ახალ ვიდეოს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრმა აღნიშნა, რომ შესანიშნავ ფორმაშია.
ვარჯიში კარანტინის პერიოდში მართლაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა. წონის პრობლემა არაერთ ქალბატონს აწუხებს, ვინც საჭმლის მიმართ გულგრილი არაა და მიმდინარე მოვლენებმა ცუდი გავლენა რომ არ იქონიოს, ამ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია. ვისაც წონაში დაკლება არ სურს, მათთვისაც არის ვარჯიშები, რომლებიც სხეულს ეხმარება, რომ გამოფხიზლდეს და თავი უკეთ გვაგრძნობინოს.
უკვე რა ხანია, რაც მაიას ოჯახის ორი წევრი ჰყავს, რომლებიც ძალიან მხიარულები, მოუსვენრები და საყვარლები არიან. გამომწერები ცუგების ახალ ვიდეოებს და ფოტოებს მოუთმენლად ელოდებიან.
4 მაისს ტელეწამყვანს დაბადების დღე ჰქონდა და სახლში მოუწია შეხვედრა.
ცდილობს, გამომწერებს საგაზაფხულო განწყობა შეუქმნას, რაც გამოსდის კიდეც.