სიახლე

მამაკაცმა სხვენში ყუთი აღმოაჩინა, რომელიც 80 წლის მანძილზე არ გახსნილა და გადაწყვიტა ჩაეხედა

მამაკაცმა სხვენში ყუთი აღმოაჩინა, რომელიც 80 წლის მანძილზე არ გახსნილა და გადაწყვიტა ჩაეხედა
როგორც ჩანს, ეს ადამიანი განგების ძალამ აიძულა, რომ სხვენში ასულიყო და ენახა ის, რაც უცნაური ამბის ნაწილად აქცევდა..
პიტსბურგელმა ისტორიკოსმა, რიჩ კონდონმა, ფეისბუქმომხმარებლებს საინტერესო ისტორია გაუზიარა, რაც 2019 წელს მოხდა. მაშინ, როდესაც მამამისი გარდაიცვალა.
რიჩმა გადაწყვიტა, რომ ნივთები მოეძებნა და უეცრად საკუთარი სახლის სხვენში ძველისძველი, მტვრიანი ყუთი აღმოაჩინა.

რიჩის მამას სამახსოვრო ნივთების შენახვა უყვარდა. სწორედ ამიტომ, თავიდან რიჩი ელოდა, რომ კონცერტის ბილეთებს, ბოთლის ეტიკეტებს ან ფოტოს იპოვიდა.   
საგულდაგულოდ შემოწმების შემდეგ კი, აღმოჩნდა, რომ ყუთი მამამისს
კი არა, სრულიად სხვა ადამიანს ეკუთვნოდა. მამაკაცმა აღმოაჩინა ამანათი, რომელზეც დატანილი იყო მწარმოებლის მისამართი და თარიღი - 1937 წლის 18 აგვისტო.
  • ”მე გავხსენი შეკვრა და მასში ატლასისგან და მაქმანისგან დამზადებული საქორწილო კაბა აღმოვაჩინე, ასევე- სასიძოს პერანგი, ჰალსტუხი და რამდენიმე სხვა სამახსოვრო ნივთი, რომელიც 1934 წლიდან 1937 წლამდე პერიოდში იყო შეძენილი.” - ამბობს რიჩი.


იმის მიუხედავად, რომ ეს ყველაფერი 80 წლის განმავლობაში სხვენში ბინადრობდა, კარგად იყო შენახული, თუმცა კაბა იმდენად ხაოიანი იყო, რომ მასთან შეხება უცნაურ შეგრძნებას ბადებდა. საქორწილო მოსაწვევები და სამკაულები ისე გამოიყურებოდა, თითქოს ახლახან შეინახეს.

რიჩს უნდოდა, რომ ნივთები პატრონისთვის დაებრუნებინა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნებოდა ის: საპატარძლო, თუ მისი ნათესავი. მალევე გააცნობიერა, რომ ადრესატის ძიება თივის ზვინში ნემსის მოძებნას დაემსგავსებოდა! მაგრამ წარმოუდგენელი რამ მოხდა.
  • ერთი თვის შემდეგ, როდესაც რიჩმა და მისმა შეყვარებულმა რიჩის მამის სახლიდან ბოლო ნივთები წამოიღეს, უცნობი ქალი მიუახლოვდა. ქალმა განუცხადა, რომ მას მაგდალინა ჰქვია. ისიც დააყოლა, რომ ამ გზაზე იშვიათად დადის, მაგრამ იმ დღეს მარშრუტის შეცვლა და იმ სახლისკენ გავლა მოისურვა, სადაც ბავშვობა გაატარა.
საუბარში გაირკვა, რომ სახლი, სადაც რიჩის მამა ცხოვრობდა, ადრე მაგდალინას ოჯახს ეკუთვნოდა, ხოლო ის რაც რიჩმა სხვენში იხილა, სწორედ ამ ქალბატონის მშობლების საქორწილო სამოსი და ატრიბუტები იყო!

”მოგონებები მოერია მაგდალინას, როდესაც უკვე გარდაცვლილი დედის საქორწილო კაბა იხილა, ისევე როგორც მამის პერანგი, რომელიც მას მრავალი წლის წინ ეცვა. ღიმილი უნათებდა სახეს და ცრემლი მოადგა”- იხსენებს რიჩი.
რიჩს ამ ყველაფრის კანონიერი მეპატრონე მართლაც ყველაზე უცნაური გზით შეხვდა. თითქოს ბედისწერამ შთააგონა ამ ქალბატონს, რომ მაინცდამაინც იმ დღეს და იმ დროს გაევლო ეს გზა. ცხადია, მაგდალინას ყველაფერი დაუბრუნდა. ბედნიერია, რომ შეძლებს შეინარჩუნოს მშობლების სამახსოვრო ნივთები და მომავალ თაობებს გადაულოცოს.

წყარო: goodhouse.ru
ბეჭდვა
e87a93