ალბათ, ყველა ქალს ბავშვობაში ერთხელ მაინც წარმოუდგენია საკუთარი თავი საქორწინო კაბაში, ჯვრისწერისას ან ხელის მოწერის ცერემონიალის დროს. ზრდასრულ ასაკში მსგავსი სურვილები სრულდება, მაგრამ ზოგის ცხოვრებაში ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ან არასოდეს... რამდენიმე ათეული წლის წინ ქალის სამჯერ დაოჯახებას სერიოზული სკანდალი და კრიტიკა მოჰყვებოდა საზოგადოების მხრიდან. თუმცა არავინ გაკიცხავდა ამის გამო მამაკაცს.
საბედნიეროდ, დღეს ქალს შეუძლია რამდენჯერაც უნდა, იმდენჯერ დაოჯახდეს ისე, რომ საზოგადოების მხრიდან სერიოზული კრიტიკის ობიექტი არ შეიქნეს. გაგახსენებთ ქართველ ცნობილ ქალებს, რომლებმაც საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გაილაშქრეს და რამდენჯერმე იქორწინეს.
ჟურნალისტ ნელი აგირბას პირადი ცხოვრება მარტივი არ ყოფილა. პირველ ქორწინებაში ცნობილ მსახიობ ილო ბეროშვილთან იმყოფებოდა, რომელთანაც ორი საერთო შვილი, გოგონები ჰყავს. მეორე - ირაკლი ძიმისტარაშვილთან ქორწინება რამდენიმე თვეში დასრულდა. ნელის მეორე მეუღლე მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.
მესამედ ტელეწამყვანი ახლახან დაოჯახდა. მისი მეუღლე სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ხმის ოპერატორი ეშტონ ლაღიძეა. იგი წლების მანძილზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის“ დრამერი იყო და სერიალშიც თამაშობდა. წყვილს საერთო შვილი აპრილის ბოლოს შეეძინა.
ნელი აგირბა და ეშტონ ლაღიძე
მაია ჯაბუას პირველი მეუღლე მსახიობი ლევან ბერიკაშვილი გახლდათ, რომელთანაც მომღერალმა 6 წელიწადი იცხოვრა. მათ საერთო შვილი ლევანი ჰყავთ. მეორედ აჩიკო ყენიაზე დაქორწინდა და მასთან ცნობილი მომღერალი ლიზა ყენია შეეძინა. სკანდალური იყო მისი მესამე ქორწინება უშიშროების ყოფილ მინისტრ ვახტანგ ქუთათელაძესთან, რომელთანაც ერთი ვაჟი ჰყავს. გაგრძელება