დღეიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, ასევე მოიხსნა "კომენდანტის საათიც", რომელიც მოქალაქეებს 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილებას უკრძალავდა.
საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად, დღეიდან ავტომობილით 3 ადამიანის მგზავრობის შეზღუდვაც მოიხსნა, თუმცა ის ტაქსებზე მაინც გავრცელდება.
ასევე აკრძალვა იხსნება 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლაზე.
ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები ძალაში დარჩა, მათ შორის:
- შეზღუდვები გრძელდება საჰაერო და საფეხმავლო მიმოსვლაზე
- რესტორნები ადგილზე მომსახურებით ვერ იმუშავებს
- სავაჭრო ცენტრები, მოლები დახურული რჩება
- სპორტული-გამაჯანსაღებელი აქტივობები – დახურული რჩება
- 23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა კვლავ შეზღუდული იქნება, გარდა ონლაინ ვაჭრობისა
ასევე შეზღუდული რჩება მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომელიც უკვე ფუნქციონირებს გაგრძელება