38 წლის მეგან მარკლი და 35 წლის პრინცი ჰარი საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. წყვილმა გადაწყვიტა სახლის გარშემო სათვალთვალო კამერების დამონტაჟება. სასექსის ჰერცოგი ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად პანდემიის გამოცხადებამდე. ამჟამად კალიფორნიაში შეზღუდვების მოხსნა დაიწყო მთავრობამ. სწორედ ამან განაპირობა დედოფლის შვილიშვილისა და მისი მეუღლისთვის ოჯახის უსაფრთხოებაზე მეტად ზრუნვა.
"მათ გადაწყვიტეს თავიანთი სახლის გასაიდუმლოება. სპეციალურად შერჩეული გუნდი ეხმარებოდათ აგარაკის შერჩევაში. ის არა მარტო ლამაზი ხედებით გარშემორტყმულ ადგილას მდებარეობს, არამედ მეზობლად ჭორიკნების ნაცვლად მდიდარი ბიზნესმენები ცხოვრობენ" - განმარტა ინსაიდერის სიტყვები გამომცემლობა Daily Mail-მა.
სახლი, რომელშიც საცხოვრებლად გადავიდა წყვილი, მდებარეობს გორაზე. მას მესერით გარშემორტყმული ღობე იცავს. ამიტომ მეზობლად არსებული სახლებიდან მათი ტერიტორია საკმაოდ კარგად ჩანს. მეგანმა და ჰარიმ დაიქირავეს მუშები იმისათვის, რომ დამცავი მწვანე ეკრანები დაამონტაჟონ აგარაკის გარშემო. ასეთი შენიღბვა ვიზუალს არ აფუჭებს, ამასთანავე, გარეშე თვალისთვის მიუწვდომელს ხდის ეზოში მიმდინარე ამბებს.
მეგანის და ჰარის კალიფორნიული აგარაკი 18 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა და ეკუთვნის ჰოლივუდელ მაგნატს, ტაილერ პერის. ვილას 50-წლიანი ისტორია აქვს. როგორც ირკვევა, ლოს-ანჯელესში ცხოვრებაზე სწორედ ტაილერმა დაითანხმა წყვილი. მან კერძო თვითმფრინავი გაგზავნა ჰერცოგის ოჯახის წამოსაყვანად. პრინცის მეზობლად არსებული ჰოლივუდელი ვარსკვლავები კი გაღიზიანებას აღარ მალავენ მათთან ახლოში მცხოვრები წყვილის მისამართით.
წყარო: cosmo