სიახლე

ბასილაშვილის საქმის რა დეტალებსა და ვიდეოჩანაწერებზე საუბრობს ადვოკატი

ბასილაშვილის საქმის რა დეტალებსა და ვიდეოჩანაწერებზე საუბრობს ადვოკატი
ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ირმა ჭკა­დუ­ას გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბობს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც დას­ტურ­დე­ბა, რომ სპორ­ტსმე­ნის მხრი­დან ყო­ფილ ცოლ­ზე არა­ნა­ირ ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას არ ჰქო­ნია ად­გი­ლი.

"გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე, 48 სა­ათ­ში რაც მოხ­და, გა­მო­ი­კი­თხა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და ძი­რი­თა­დად, საქ­მე­ში მისი ჩვე­ნე­ბე­ბია. ასე­ვე, ამო­ღე­ბუ­ლია სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ცალ­სა­ხად ჩანს, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს არა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბა არ ჩა­უ­დე­ნია. ასე­ვე, და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზა და ვე­ლო­დე­ბით დას­კვნებს.

და­ი­კი­თხნენ მე­ზობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ შე­ეს­წრნენ ყვე­ლა­ფერს, თვითმხილ­ვე­ლე­ბი არი­ან და ადას­ტუ­რე­ბენ, რომ შემ­თხვე­ვის
ად­გილ­ზე ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია" - აღ­ნიშ­ნა ჭკა­დუ­ამ "იმე­დის დღის" ეთერ­ში სტუმ­რო­ბი­სას.

შეიძლება დაგაინტერესოთ: "გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს დიდტარიანი საგნით" - რას ჰყვება ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე


მისი თქმით, მა­შინ, რო­დე­საც სა­სა­მარ­თლოს ჯერ არ და­უდ­გე­ნია, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ნამ­დვ­ლად არის ბრალ­დე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა ის უკვე "მო­ნათ­ლა" მო­ძა­ლა­დედ, რი­თაც მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია და­არ­ღვია: 

"და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ახ­დენს მოვ­ლე­ნე­ბის დრა­მა­ტი­ზე­ბას, რო­დე­საც ამ­ბობს, რომ არ იცის, გი­ტა­რით, ნა­ჯა­ხით თუ ჩონ­გუ­რით მოს­დევ­და მა­მამ­თი­ლი. ამის შე­სა­ბა­მი­სი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რიც არ­სე­ბობს და თუკი სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, შე­ვეც­დე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩა­ვა­ყე­ნოთ საქ­მის კურ­სში." განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93