ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ სპორტსმენის მხრიდან ყოფილ ცოლზე არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი.
"გამოძიების პირველ ეტაპზე, 48 საათში რაც მოხდა, გამოიკითხა დაზარალებული და ძირითადად, საქმეში მისი ჩვენებებია. ასევე, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც ცალსახად ჩანს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია. ასევე, დანიშნულია ექსპერტიზა და ველოდებით დასკვნებს.
დაიკითხნენ მეზობლები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ყველაფერს, თვითმხილველები არიან და ადასტურებენ, რომ შემთხვევის ადგილზე ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია" - აღნიშნა ჭკადუამ "იმედის დღის" ეთერში სტუმრობისას.
შეიძლება დაგაინტერესოთ: "გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს დიდტარიანი საგნით" - რას ჰყვება ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე
მისი თქმით, მაშინ, როდესაც სასამართლოს ჯერ არ დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ნამდვლად არის ბრალდებული ძალადობაში, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ის უკვე "მონათლა" მოძალადედ, რითაც მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია:
"დაზარალებული მიზანმიმართულად ახდენს მოვლენების დრამატიზებას, როდესაც ამბობს, რომ არ იცის, გიტარით, ნაჯახით თუ ჩონგურით მოსდევდა მამამთილი. ამის შესაბამისი ვიდეოჩანაწერიც არსებობს და თუკი საჭირო გახდება, შევეცდებით, საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში." განაგრძეთ კითხვა