ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც ყოფილ ცოლზე ძალადობა ედება ბრალად, შეყვარებულია. მისი მეგობარი გოგონა გერმანელი სპორტსმენი შარლოტა ელენაა, რომელთანაც, როგორც ჩანს, ბასილაშვილს კარგა ხანია რომანტიკული ურთიერთობა აქვს.
შარლოტა, ნიკას მსგავსად, ჩოგბურთელია. ის "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ყველაზე წარმატებულ ქართველ ჩოგბურთელთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც თებერვალში, ერთ-ერთ საზღვაო კურორტზეა გადაღებული.
"ცოტაოდენი სიყვარული ხომ არ გინდათ?" - ასათაურებს გოგონა ფოტოს.
როგორც ჩანს, შარლოტა ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის წევრებსაც იცნობს. წყვილის ფოტოებზე კომენტარებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა, თენგო ბასილაშვილიც აკეთებს. ცნობილია, რომ სავარაუდოდ, შარლოტა ახლა ნიკოლოზთან ერთად თბილისში იმყოფება. სასამართლოსთან გადაღებულ კადრებში ჩოგბურთელის ოჯახთან ერთად ისიც ჩანს.