ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილის სახლის ეზოდან ამოღებულია ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ სპორტსმენის ყოფილი ცოლი არათუ გარბის, არამედ ტერიტორიას ბავშვთან ერთად მშვიდად ტოვებს.
როგორც ირმა ჭკადუამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ასევე დაკითხულია არაერთი მოწმე, რომლებიც იმავეს ადასტურებენ.
"კამერების ჩანაწერი ამოღებულია, საიდანაც ცალსახად დასტურდება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს და მისი ოჯახის წევრებს დოროყაშვილზე არ უძალადიათ. ეს კამერები არის ჭიშკართან და ჩანს, რომ არავინ არსად გარბის. მოწმეებიც არიან დაკითხულნი, თუ როგორ
მშვიდად მიდის ის ბავშვთან ერთად ტერიტორიიდან", - აცხადებს ჭკადუა.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის განცხადებით, ბასილაშვილის მიერ ძალადობის შემდეგ მას გრძელტარიანი საგნით მამამთილი გამოეკიდა, რის შემდეგაც ყოფილი ქმრის სახლიდან ბავშვთან ერთად გაიქცა.
იხილეთ ასევე: ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, მოდელ ნეკა დოროკაშვილის "ცხელი" ფოტოები
"ინტერპრესნიუსი"