"ვირუსის გავრცელება ქვეყანაში ექვემდებარება კონტროლს" - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, არსებული სიტუაცია იძლევა საშუალებას, კიდევ უფრო შემსუბუქდეს არსებული შეზღუდვები. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, მიღებულია შემდგომი შემსუბუქებების გადაწყვეტილება.
1-ლი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის, სავაჭრო მოლები. პრემიერის თქმით, 1-ლი ივნისიდან გაიხსნება ასევე ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები.
უფრო კონკრეტულად:
- 29 მაისიდან აღდგება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, აუცილებელი იქნება პირბადის ტარება
- პირველი ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის, მოლები, ბაზრობები და ღია სივრცის რესტორნები
- 8 ივნისიდან რესტორნებში ყველა სახის მომსახურება გაიხსნება
- 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროები, რომელთაც ექნებათ შესაბამისი რეკომენდაციები გათვალისწინებული
- 8 ივნისიდან ამოძრავდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი
წყარო: ambebi.ge