სიახლე

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს?

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს?
ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა, მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს. როგორც "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, ეს საკითხი აქტიურად განიხილება.

"დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა ამ საქმეზე ბევრი უცხოელი დაიკითხება. მაგალითად, იმ საკითხზე, როდესაც ამერიკის ღია პირველობაზე ქალბატონი ნეკა ჩავიდა და იქ გარკვეული ინციდენტი მოხდა. მაშინ საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ქალბატონი ნეკა დაცვის თანხლებით გაიყვანეს და აკრედიტაციაც გააუქმეს. სხვას ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპისთვის", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.


ადვოკატის ინფორმაციით, ნოვაკ
ჯოკოვიჩი ნიკოლოზ ბასილაშვილს ესაუბრა და სერბმა ჩოგბურთელმა ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა. გაგრძელება

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93