წიგნის ფესტივალი ლიტერატურის მოყვარულებისათვის ნამდვილი დღესასწაულია, რომელიც წელს ვირტუალურად პირველად გაიმართება. 30 და 31 მაისს ვირტუალური პავილიონი დახვდება მკითხველს ვებგვერდზე www.biblusi.ge, სადაც ფასდაკლებით მრავალფეროვანი ლიტერატურა იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა გემოვნების, ასაკისა და ინტერესების მიხედვით.
ლიტერატრული პრემია „საბას“ ლაურეატი ავტორის ლუკა ბაქანიძის რომანს „მესამე ნაპირი“ ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში "კულტურული გარღვევაც" კი უწოდეს.
"მესამე ნაპირი" უცხო ნაპირია. ეს არის სამყარო, რომელიც ძალიან შორსაა და ძალიან ახლოს ჩვენგან. სამყარო, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელების, მიტოვებული სკვერებისა და პარკების, ქალაქის ყველაზე შავბნელი ადგილების „ბატონ-პატრონნი“, მაწანწალები, უსახლკარონი - ათასი ჯურის ხალხი ცხოვრობს - საზოგადოებისთვის მიუღებელი, მისგან გარიყული, ხშირად საკუთარი ნებით განაპირებული. ეს არის მდუღარე, ველური, შლეგი ნაპირი, დიდი სიბინძურით, დაცემულობით, ბოროტებით, ცოდვით და ამავე დროს პირველქმნილი უბიწოებით, დიდი სიფაქიზით, აღმაფრენით, შემოქმედთან არნახული სიახლოვით და უწმინდესი ღირებულებებით.
რომანს აქვს ყველა ნიშანი და ღირსება, თანამედროვე „მრავლისმნახველი“ მკითხველის გაოცება რომ შეძლოს; ესაა სიღრმე, დინამიკურობა, აქტუალურობა, ცოცხალი სიუჟეტი, თუმცა ზემოქმედების უპირველესი იარაღი, ამ შემთხვევაში, მთხრობელის ოსტატობა, გულწრფელობა და თემის სიახლეა. „მესამე ნაპირი“ მოულოდნელობით გაგაოცებთ, ჩაგაფიქრებთ, გაცინებთ, დაგასევდიანებთ, სხვანაირად დაგანახვებთ საზოგადოებას და საკუთარ თავსაც.
ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ისა“ და პრემია „ლიტერას“ გამარჯვებული, რომანით „ტრანსმუტაცია“.
„გარდასულები“ ახალგაზრდა ავტორის რიგით მეორე წიგნია. ამ კრებულში შესული მოთხრობები ბედისწერის მიერ ერთმანეთში უცნაურად გადაჯაჭვულ სრულიად დაუჯერებელ ამბებს გვიყვება; აღწერილია ადამიანების გაუსაძლისი ყოფა და ექსტრემალური გარემოს ზეგავლენით გაშიშვლებული, ყველაზე ბნელი, საზარელი მხარე მათი არსებობისა...
„ქვესკნელური თხზულებები“ - ასე აფასებს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე ამ წიგნს და აღნიშნავს, რომ ავტორი ყოველგავრი შელამაზების გარეშე გვესაუბრება ჩვენს რეალობაზე.
წიგნი გაფორმებულია ავტორისავე შექმნილი ილუსტრაციებით, გარეყდაზე დატანილია მისივე ნახატი.
„ღვინის სიყვარულით“ ამერიკელი მწერლის, ჟურნალისტისა და ბლოგერის, ელის ფეირინგის წიგნია.
ავტორი მკითხველს ქართული ღვინის შესახებ დაუვიწყარი პორტრეტებით, პეიზაჟებითა და სიუჟეტებით მოუთხრობს; მკითხველი მეღვინიდან მეღვინესთან გადადის და იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ღვინის გზას გადის და აღწერილი მოვლენები მის თვალწინ ხდება.
ქართული ბუნებრივი ღვინის აღორძინება წინააღმდეგობებით სავსე პროცესი იყო და დინების საწინააღმდეგო ცურვას ჰგავდა. რამდენიმე მეღვინემ გზა მაინც გაჭრა, ჩვენი მარნებისაკენ მოახედა მსოფლიო და გენიალური ქვევრის ღვინოებით გააკვირვა იგი! ეს წიგნი სწორედ ამ ადამიანებზეა - ცოცხალ ლეგენდებზე! და ყველა იმ ქართველზე, რომელსაც ამერიკელი ღვინის მწერლის მოთხრობილი ამბავი, თავისი ოჯახისა და ღვინის ისტორიას გაახსენებს.
ინსტაპოეზია - რითმიანი თუ ურითმო ფრაზები ინსტაგრამზე, 3,6 მილიონი გა-მომწერი და მილიონობით მოწონება. რუპი კაური ინდოეთში დაბადებული და კანადაში გადასახლებული ახალგაზრდა მწერალი, პოეტი და ილუსტრატორია. მისი პირველი კრებული „რძე და თაფლი“ 2014 წელს გამოვიდა. კრებული 30-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და 2,5 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.
ავტორის განსაკუთრებულ პოპულარობას შემოქმედების ფორმატთან ერთად ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ ის წერს სოციაურ ქსელებში მეტად აქტუალურ თემებზე, როგორიცაა სიყვარული, სექსი, უარყოფა, ურთიერთობები.
თუმცა, რუპი კაური ეხება უფრო რთულ საკითხებსაც როგორია ძალადობა, სი-ლამაზის სტანდარტები და რასიზმი. მისი მთავარი სიძლიერე კი ის არის, რომ კაურის პოეზია ძალიან გულწრფელია და შორიდან კი არ უვლის თემებს, არა-მედ პირდაპირ ეხება.
მასწავლებელი შარლოტა ბრონტეს პირველი რომანია, რომლის გამოცემა კარგა ხანს ვერ მოხერხდა, რადგან გამომცემლებმა დაიწუნეს. რომანი მწერლის გარ-დაცვალების შემდგომ, 1857 წელს დაიბეჭდა და მასში უკვე ჩანს XIX საუკუნის ერთ-ერთი პუპულარული რომანის "ჯეინ ეარის" ავტორის ნიჭიერება. "მასწავ-ლებლის" დაწრის იდეა მას ბრიუსელში დაებადა, სადაც უცხო ენებს სწავლობ-და.
წიგნი აღწერს ახალგაზრდა მამაკაცის, უილიამ ქრიმსვორთის ამბავს - ცხოვრება-ში ადგილის საპოვნელად მის ძიებებს, ჩამოყალიბებას დამოუკიდებელ, პრინცი-პულ მამაკაცად, რომლისთვისაც გაცილებით მნიშვნელოვანია ადამიანის სული-ერი სიმდიდრე, ვიდრე გარეგნული ბრწყინვალება - გონიერი ახალგაზრდა მას-წავლებელი მალევე მიხვდა, რომ რაც ბრწყინავს, ყოველთვის ოქრო არ არის.
თურქი მწერლის ელიფ შაფაქის მორიგ რომანში, თქვენი მასპინძელია შუა საუ-კუნეების სტამბოლი, ჯადოსნური, ფერადოვანი, იდუმალებით მოცული, ბოს-ფორის პირას ნებივრად გაწოლილი ქალაქი, კაცთა ბედის მჭედელი, შემოქმედ-თა ასპარეზი... იგი თქვენ თვალწინ გლოვობს და ზეიმობს, ლოცულობს და იწყევლება, ფუფუნებაში ეფლობა და სიღატაკის მწარე პურს ჭამს, იწვის და დი-დოსტატის ხელით კვლავ შენდება!
პერსონაჟთა უმდიდრესი გალერეა: სულეიმან დიდებული და მისი მემკვიდრეე-ბი, ევროპელი ელჩები თუ მოხეტიალე ბოშები, სუფი დერვიშები თუ ჰარამხანის ტურფები... და ამ გალერეის გვირგვინი – სტამბოლის ლეგენდარული აღმშენე-ბელი კოჩა მიმარ სინანი!
ამერიკელი მწერლის ოდრი ნიფენეგერის სადებიუტო რომანი 2003 წელს გამო-ვიდა. ავტორმა ძლიერი სასიყვარული იმედგაცრუება განიცადა, როდესაც წიგნ-ზე მუშაობა დაიწყო. სწორედ ეს იყო ჰენრისა და კლერის ისტორიის მამოტივი-რებელი. რომანი, რომელიც სამეცნიერო ფიქციისა და რომანტიზმის საინტერე-სო ნაზავია, დაგაფიქრებთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სიყვარული, დაკარ-გვა, თავისუფალი ნება.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ნიფენეგერს, როგორც ახალბედა ავტორს, ლიტე-რატურული აგენტის მოძებნა გაუჭირდა. თუმცა მწერალი არ დანებდა და წიგნი გამოსვლისთანავე გახდა ბესტსელერი. მოკლე პერიოდში, მისი 2,5 მილიონი ეგ-ზემპლიარი გაიყიდა და წიგნმა არაერთი ჯილდოც, მათ შორის, Exclusive Books Boeke Prize და British Book Award მიიღო.
2009 წელს გამოვიდა წიგნის სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმი, იმავე სახელწოდებით.
ეს წიგნი ოსკარ შინდლერის სიის ყველაზე უმცროსი წევრის, ლეონ ლეისონის თავგადასავალია. ლეონი 10 წლის იყო, როცა ომი დაიწყო. ნაცისტებმა ის და მისი ოჯახი ჯერ კრაკოვის გეტოში შეყარეს, მერე პლაშოვის საკონცენტრაციო ბანაკში გამოამწყვდიეს. შიშმა, შიმშილმა, ნაცისტების სისასტიკემ ვერ გაუნელა ლეონ ლეისონს სიცოცხლის სიყვარული და რწმენა, რომ სიკეთე დაუმარცხებე-ლია; რომ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც მოყვასის დახმარება და თა-ნაგრძნობა ამქვეყნად ყველაზე დიდი ღირებულებაა.
„ლეონ ლეისონი ნამდვილად განსხვავებული და ნიჭიერი მასწავლებელი იყო. მისი მუდამ მადლიერი ვიქნები შოას ფონდისთვის გადაცემული იმ საბუთების-თვის, რომელთაც სათუთად მოვუფრთხილდებით, რათა მომავალი თაობები გა-ეცნონ და აღფრთოვანდნენ მისი შესანიშნავი ცხოვრებით“ - სტივენ სპილბერგი, ოსკაროსანი რეჟისორი ფილმისთვის "შინდლერის სია".
ჟურნალისტი და მწერალი, მშვენიერი მსახიობი, გენიალური ქირურგი, წარმა-ტებული ბიზნესმენი, წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე გმირი და ლეგენ-და – ყველანი „ამერიკულ სამოთხეში“ მოხვდნენ, გამოქცეულნი ევროპიდან, სა-დაც მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებს. ამ, ერთი შეხედვით, კეთილდღეობაში ვერ პოულობენ სულიერ სიმშვიდეს. მათ აერთიანებთ მძიმე ტვირთი: თითოე-ულმა დაკარგა ოჯახი, მეგობრები, საყვარელი საქმე, დაკარგა სამშობლო... და, მიუხედავად წარმატებისა სიყვარულსა თუ პროფესიაში, აჩრდილებივით არსე-ბობენ ემიგრანტები ახალ სამყაროში, ერთი იმედით – ოდესმე შინ დაბრუნდე-ბიან.
რომანი „აჩრდილები სამოთხეში“ პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე.
წიგნი პრესტიჟული ჯილდოების: THE BRITISH BOOK AWARDS, IRISH POST AWARD-ისა და CORINE LITERATURE PRIZE-ის მფლობელია.
"სიყვარულით, როზი" გამორჩეულია არა მხოლოდ საინტერესო და დამაინტრი-გებელი სიუჟეტით, არამედ რომანის არასტანდარტული ფორმითაც.
მთავარი გმირები წლების განმავლობაში წერენ ერთმანეთს ელექტრონულ და საფოსტონმარკიან წერილებს, უგზავნიან შეტყობინებებს, ბარათებს; ერთმანეთს უზიარებენ დარდს, წუხილს, სიხარულს...
თითქოს, რაღა შეიძლება მოხდეს იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებმაც უკვე გამოცადეს უიღბლო ქორწინება და განშორება, იმედგაცრუება და ღალატი... მაგრამ ეს მხოლოდ თითქოს...